x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508489
ბუნებრივად შავი ქათამი- სამკურნალო ღირებულებების ეტალონი
იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში, ჩვენთვის წარმოუდგენელ რაღაცებს ჭამენ, ასევე, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს, ნატურალური თითქმის აღარაფერი დარჩა და გვაქვს ქიმიური- კომბოსტო, კვერცხი, ხორცი, ბრინჯი და ა.შ, წესით "შავი ქათამი" აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, განსხვავებით წინა ჩამონათვალისგან, ის ბუნებრივადაა შავი და სამკურნალო ღირებულებების ეტალონს წარმოადგენს.


image


ალბათ, ბუნებრივად შავ ქათამზე, რომლის ჯიშები განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, ბევრი არაფერი გსმენიათ. ყველაზე პოპულარულად შავ ქთმებში ითვლება ჩინური ჯიში- სახელწოდებით "Silkie". გაოცდებით და ქათამს- კანი, ძვლები და შინაგანი ორგანოებიც კი შავი აქვს.


image



ქათამი Silkie ლამაზი ფრინველია, გარედან დაფარული ფუმფულა, ხავერდოვანი ბუმბულით. დასავლურ ქვეყნებში, "შავი ქათამი" ძირითადად დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა, სამკურნალო ღირებულებებიც გააჩნია, რომელიც მე-8 საუკუნიდან იქნა აღმოჩენილი.


image


ჩინელი ქალბატონები ხშირად მიირთმევენ ამ ქათამს მშობიარობის შემდეგ, ბულიონის სახით, რათა დახარჯული ენერგია და იმუნიტეტი აიმაღლონ და ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინით შეივსონ. ასევე განსაკუთრებით სასარგებლოდ მოქმედებს სისხლზე, კუჭის დაავადებებზე და ფილტვებზე. დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პეპტიდებსაც და კვლევებმა აჩვენა, რომ იგი უებარი საშუალებაა დიაბეტისა და აუტიზმის სამკურნალოდ.


როგორც ამბობენ, გემოთი ჩვეულებრივ ქათამს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ სამკურნალო ღირებულებები, მასზე, გაცილებით მეტი აქვს.


imageimage

5
328
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
328
  
2018, 19 აპრილი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 აპრილი, 11:21
რატომ, მანჩო. დასაკლავი, ნახე, რა ლამაზი და ფუმფულაა :))
2018, 19 აპრილი, 9:49
ამას ვერ შევჭამ, რომ მომისაჯო :დდდ
2018, 18 აპრილი, 21:48
ნამდვილად :)))
2018, 18 აპრილი, 12:34
ერთი ნაკლი ექნება - თუ დაგეწვა, ვერ მიხვდები)))))
0 1 5