x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესეი ნამცხვარი ,, მილიონერისთვის'' ?
image


ინგრედიენტები


ცომისთვის:


კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 120 გრ.


შაქარი – 60 გრ.

ფქვილი – 240 გრ.

კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.

გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ.


კრემისთვის:


შესქელებული რძე (მოხარშული) – 400 გრ. (1 ქილა)

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ მოხლილი და დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩ. კ. კაკაო ან ყავა ან ყველაფერი ერთად.


მინანქეისთვის:


შოკოლადის ფილა – 150 გრ.

კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 30 გრ.


მომზადება:


I. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი კარგად > დაამატეთ შაქარი და იქამდე თქვიფეთ, ვიდრე მსუბუქ, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ > გაცერით თასში ფქვილი > დაამატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი > შეათქვიფეთ კაკაოანი ფქვილი შაქრიან კარაქს > ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (კვადრატული ფორმა 20 X 20) > მთელი ზედაპირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ > შედგით ფორმა საყინულეში 10-15 წუთი.

II. აირღუმელი გააცხელეთ 180 С გრადუსზე.

III. ფორმა შედგით აირღუმელში, დაახლოებით, 20 წთ-ით, ვიდრე არ გამყარდება და ღია ყავისფერს არ მიიღებს.

IV. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე > გადაუსვით შესქელებული რძე > შეინახეთ მაცივარში 1 სთ.

V. მოათავსეთ შოკოლადი მინის ან ემალირებულ ჯამში > გაადნეთ წყლის აბაზანაზე > დაამატეთ კარაქი > ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > გამოიღეთ მაცივრიდან ნამცხვარი და შესქელებული რძის ფენას გადაუსვით მინანქარი > შეინახეთ ფორმა მაცივარში.

VI. შოკოლადი რომ გამყარდება, შეგიძლიათ დაჭრათ.

image

P.S. შეგიძლიათ ნამცხვარი მაფინის ან კალათის ფორმაშიც გამოაცხოთ.

imageimage

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«ჩიტის რძე» (ფუმფულა და გემრიელი, პირდაპირ პირში დნება)

«შიფონის პრაღა», უფრო ფუმფულა და ნაზი, ვიდრე «პრაღა»
იაპონური ტორტი

0
418
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0