x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82693
  • ვიდეო:334242
  • სურათი:440280
«ადამიანი – ნერვული სისტემაა, სხვა ყველაფერი – მისი დანამატია». დაავადებები, რომლებსაც ნერვიულობა იწვევს

ექიმ-ნერვოლოგებს შორის პოპულარულია გამოთქმა: «ადამიანი – ნერვული სისტემაა, სხვა ყველაფერი – მისი დანამატია». რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს კამათობენ, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია და ფაქტი, ფაქტად რჩება: ადამიანის ცხოვრებაში, რაც უფრო მეტი სტრესული სიტუაციაა, მით უფრო ხშირად ხდება ავად და მისი გამოჯანმრთელების პროცესიც ჭიანურდება.


image


ამასთან, ბევრ დაავადებას ფსიქოსომატური საფუძველი აქვს. ბერძნულიდან, psyche — «სულს» და soma — «სხეულს» – ნიშნავს და ჩვეულებრივ, ავადმყოფობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც სული ტანჯვას მალავს. როდესაც ადამიანი ემოციებს გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევს, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულის საცავი ივსება და დგება მომენტი, როდესაც დაგროვილი ემოცია სხეულში გადადის და ფიზიკურ დაავადებებში ვლინდება.


image


ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოსომატორული დაავადებების აკადემიკოსმა ლესლი ლეკრონმა, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ფსიქოსომატური აშლილობის 7 ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაასახელა:


1. შინაგანი დისკომფორტი


სიტუაცია, როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს, მაგრამ საზოგადოების აზრის, თუ დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, შინაგან წინააღმდეგობას განიცდის. გარდა ამისა, სურვილის შესრულებაში ხელს, შეიძლება, გარკვეული კომპლექსებიც უშლიდეს. და მაშინ, ეს შინაგანი ბრძოლა, რომელიმე დაავადების სახით იჩენს თავს.


2. სხეულის ენა


ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხეული ენის ფუნქციას ასრულებს და ფიზიკურად ასახავს ადამიანის სათქმელს. მაგ., «ყელში ამომივიდა!» - ყელის არეში ხელის გასმით, «ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებს!» -გულზე ხელის მიდებია და ა. შ. თუ ასეთი სიტუაცია ხშირად მეორდება, დაგროვილი, გამოუთქმელი ემოციები, ფსიქოსომატური აშლილობის მიზეზი ხდება.


3. პირადი გამორჩენის სურვილი


ამ კატეგორიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განეკუთვნება. როდესაც ადამიანი, რაიმე სურვილის ასრულების მიზნით, ავად ხდება და ეს მოჩვენებითი ავადმყოფობა არ არის. შესაძლებელია, ადამიანს რამე პრივილეგიის მოპოვება ან ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა და ამის მიღება, მხოლოდ ავად გახდომით შეუძლია და ის რეალურად ხდება ავად!


4. წარსულის გამოცდილება


ფსიქოსომატური აშლილობის მიზეზი, შეიძლება, წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვა იყოს — მაგ., რთული ბავშვობა. ეს შეიძლება, ეპიზოდური მოვლენა ყოფილიყო, ან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მასზე აწმყოში ახდენს გავლენას.


5. იდენტიფიკაცია


ამ შემთხვევაში, დაავადების მიზეზი, შეიძლება ერთი ადამიანის მეორეზე ემოციური მიჯაჭვულობა, ამ ადამიანის დაკარგვის შიში იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი რამით არის დაავადებული, იგივე დაავადება, თუნდაც გადამდები არ იყოს, მეორე ადამიანსაც ემართება.


6. შთაგონება


თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ რაღაც აწუხებს (რეალურად დაავადების არარსებობის პორობებშიც კი) და გამუდმებით ცდილობს საკუთარი ავადმყოფობის მტკიცებულების მოძებნას, ქვეცნობიერად, ის უკვე მზად არის ავადმყოფობისთვის, რაც ავად გახდომის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.


7. თვითდასჯა


ეს დასჯა დაკავშირებულია რეალურ და ხშირ შემთხვევაში, წარმოსახვით დანაშაულთან, რომლითაც ადამიანი იტანჯება. თვითდასჯა ამსუბუქებს ნამუსის ქეჯვნას, თითქოს, გამოისყიდის მას. ადამიანის ასეთი ემოციური მდგომარეობის ფონზე, შესაძლებელია ნებისმიერი დაავადება განვითარდეს, როგორც ფსიქოსომატური, ისე ფიზიკური.


ფსიქოსომატური პრობლემები სრულიად რეალურად არსებობს და სტრესული სიტუაციების, ან ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების და შევიწროვების გამო ჩნდება. რაც შემდეგ, სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება.

ამერიკელმა ექიმმა და ფსიქოანალიტიკოსმა ფ. გ. ალექსანდერმა, გასული საუკუნის 50-იან წლებში, 7 კლასიკური დაავადება დაასახელა, რომელიც ფსიქოსომატური აშლილობის ფონზე ვითარდება:


1. ჰიპერტონია

2. წყლულოვანი დაავადებები

3. ბრონქიალური ასთმა

4. ნეიროდერმატიტი

5. ჰიპერთირეოზი

6. წყლულოვანი კოლიტი

7. რევმატოიდული ართრიტი


მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. გაჩნდა დაავადებების დამატებითი სია, რომელიც შეიძლება ფსიქოსომატური აშლილობით იყოს გამოწვეული: პანიკური აშლილობა და ძილის დარღვევა, ონკოლოგია, ინფარქტი, ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი, სექსუალური აშლილობა, ჭარბი წონა, ანორექსია, ბულემია და კიდევ უამრავი დაავადება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმოჩვენებითი დაავადებები და რეალური დიაგნოზი

ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია

სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება


0
251
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0