x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
პაკისტანში ფეხმძიმე მომღერალი მოკლეს მხოლოდ იმიტომ,რომ სკამზე დაჯდომა მოითხოვა
imageპაკისტანში, სინდის პროვინცია საზეიმო ცერემონიალი ტრაგედიით დამთავრდა, 28 წლის ფეხმძიმე სამინა სინდხუს(Samina Sindhu) ეს გამოსვლა უკანასკნელი გამოდგა.


ჯერ კიდევ სცენაზე გამოსვლის წინ ახალგაზრდა ქალმა მოითხოვა სკამი, რადგან ფეხმძიმობის გამო უჭირდა დიდხანს ფეხზე დგომა, გოგონამ რამდენიმე სიმღერა სკამზე მჯდომმა შეასრულა, თუმცა ზოგიერთმა იქ დამწრემ პროტესტი გამოთქვა, მათი სურვილი იყო გოგონას ფეხზე მდგომს ემღერა და თან ეცეკვა, გოგონამ იუარა, შემდეგ სცენას მიუახლოვდა სამი მამაკაცი, რომლებიც მომღერალს ფულის კუპიურებს ესროდნენ, გოგონა იძულებული გახდა ფეხზე დამდგარიყო.ამ დროსი გაისმა გასროლის ხმა.

მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელი დააკავეს, იგი აღმოჩნდა ტარიკ ახმედ ჯატო, მკვლელობის მიზეზი სრულიად აღმაშფოთებელი და ბანალური იყო:მას არ მოეწონა, რომ 6 თვის ორსული ქალი სკამზე მჯდომარე ასრულებდა სიმღერებს, თუმცა დაკავების შემდეგ მთრვალმა მამაკაცმა განაცხადა, რომ მან ჰაერში ისროლა და არც აპირებდა გოგონას მოკვლას.


გარდაცვლილის მეუღლე მოითხოვს დამნაშავის ორმაგად დასჯას: ცოლის და არდაბადებული ბავშვის გამო.

"ეს არ არის მარტო სამინას მკვლელობა, არამედ ხელოვნების და მუსიკის დასამარებაცაა. მისი მკვლელობა არის გზავნილი იმისა, რომ სუფიზმს, მუსიკას, ხელოვნებას და ცეკვას საფრთხე ემუქრება სინდში "-განაცხადა უფლებადამცველმა ალი ახმედ პალმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანს ერთ-ერთი უკანასკნელი, 150-ე ადგილი უკავია მსოფლიოში ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობათან ბრძოლაში.




1
405
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
2018, 16 აპრილი, 11:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1