x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული კინორეჟისორი მილოშ ფორმანი
image

აშშ-ში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ჩეხი კინორეჟისორი მილოშ ფორმანი.განცხადება ამის შესახებ მისმა მეუღლემ მარტინამ გაავრცელა.


მილოშ ფორმანი ჩეხეთში საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ აშშ-ში გადასახლდა, (1968)მანამდე კი მისი ფილმი, "ქერათმიანის სასიყვარულო თავგადასავლები"(1965) ნომინირებული იყო "ოსკარზე" და "ოქროს გლობუსზე".


აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ ფორმანმა გადაიღო დრამა "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", რომელიც "ოსკარის" ხუთგზის მფლობელი გახდა და იქცა ერთ-ერთ საუკეთესო შედევრად ამერიკის კინოისტორიაში.


1984 წელს ფორმანმა გადაიღო კიდევ ერთი კინოშედევრი "ამადეუსი", ფილმი რომელიც წარდგენილი იყო 53 სხვადასხვა ჯილდოზე და მათგან 40 მოიპოვა, მათ შორის 8 "ოსკარი" და 4 "ოქროს გლობუსი".

1996 წელს გამოდის ფორმანის ბიოგრაფიული ფილმი "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", სადაც მილოშ ფორმანს გადაეცა "ოსკარი საუკეთესო რეჟისურისათვის.ფილმმა მიიღო "ოქროს დათვი" ბერლინარეს ფესტივალზე.

რეჟისორის უკანსკნელი ნამუშევარი "გოიას ლანდები" 2006 წელს გამოვიდა.

0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0