x
image
WhiteBlack
10 რამ პეპსის წარმატებაზე,როგორ აჯობა კოკა-კოლას?(ის რაც აქამდე არ იცოდით)

image
1. 1893 წელს ფარმაცევტი კალებ ბრედჰემი (Caleb Bradham), image
ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ნიუ-ბერნის, მცხოვრები
გამაგრილებელი სასმლის შექმნის მიზნით ატარებდა ექსპერიმენტებს.
მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა და მსოფლიოს მოევლინა "Brad’s drink" (ბრედის სასმელი).თავდაპირველად სითხის შემადგენლობაში შედიოდა:შაქრი, გაზირებული წყლი, ვანილი, სხვადასხვა ზეთი და კაკალი. ხალხს გააცნეს, როგორც "გამაძლიერებელი, გამამხიარულებელი და მომნელებელი სისტემის გამაუმჯობესებელი"
image


Pepsi Cola_ს პირველი გამოშვება კალების სახლის ერთ-ერთ ნაგებობაში დაიწყო.



2.სახელწოდებით შემქმნელი უკმაყოფილო იყო, საჭირო გახდა რაიმე უფრო ორიგინალურის მოფიქრება.1898 წელს მან საკუთარ სასმელს დაარქვა Pepsi-Cola. არსებობს სიტყვა Pepsi_ის წარმოშობის 2 ვერსია. I - მისი შემადგენელი ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო პეპსინი.
ხოლო II - სიტყვა "დისპეპსია"_დან გამომდინარეობს, რომელიც მომნელებელი სისტემის მოშლას გულისხმობს.

3.ახალი სასმელი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, რამდენიმე წლის შემდეგ 1903 წელს ბრედჰემმა შექმნა Pepsi-Cola Company
და სავაჭრო მარკაც დაარეგისტრირა.
ამ წელსვე გამოჩნდა პეპსის პირველი რეკლამა "შესანიშნავი, image
გამაგრილებელი, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს, ნერვული აშლილობის, თავის ტკივილის და ნევროზის დროს. ასევე იგი არის შეუდარებელი სტიმულატორი რბოლის წინ.
ასე არეკლამებდა პეპსის ერთ-ერთი პირველი ავტომრბოლელი ბარნი ოლდფილდი გაზეთ "New Bern Sun Journal"_ში.
4.ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანამ 1921 წელს ამერიკაში შაქრის ბაზარი არ ჩამოიშალა.
Pepsi-Cola Company_ის შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა და მალევე გაკოტრდა.1923 წელს გაკოტრებასთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო, რომელზეც ბრედჰემი ვალდებული გახდა პეპსის სიროფის რეცეპტი გაემხილა საზოგადოებისთვის.
image

5.მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტი მთელი მსოფლიოსთვის image
ხელმისწვდომი გახდა ანალოგის შექმნა მაინც ვერავინ შესძლო.
340კგ შაქარი. 4542ლ წყალი. 45ლ კარამელი(დამწვარი შაქრის) 45ლ.ცაცხვის სიროფი. 26კგ ფოსფორის მჟავა. 1.9ლ.ეთილის სპირტი.0.175ლ. ლიმონის ზეთი. 0.14ლ. ფორთოხლის ზეთი.
0.05ლ. დარიჩინის ზეთი. 0.05ლ.კაკლის ზეთი. 0.05ლ.ქინძის ზეთი.
სიროფი ავურიოთ 2 საათის განმავლობაში, წინასწარ ადუღებულ წყალში, რომელშიც დაშლილია შაქარი.

6.1928 წელს კომპანია გახდა ნაციონალური საკუთრება და სახელიც შეეცვალა National Pepsi-Cola Company.4 წლის შემდეგ სახელმწიფოსგან ფირმა იყიდა ჩარლი გუტმა.რომელიც იმ დროს დიდი საკონდიტრო კომპანიის Loft Inc_ის პრეზიდენტი იყო. სახელწოდება ისევ ძველი დაუბრუნეს Pepsi-Cola Company.

7. 1930 წელს კომპანია "პეპსი" ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევდა ვერც კოკა-კოლას და ვერც სხვა დიდ მწარმოებლებს. ახალი მმართველი რაღა თქმა უნდა, ამას არ შეეგუებოდა და გადადგა საკმაოდ საინტერესო ნაბიჯი. აპარატები, მაშინ პროდუქტს ფიქსირებულ თანხად 5 ცენტად ყიდნენ, აი პეპსი-კოლამ კი, ამ
აპარატებში შედარებით დიდი ზომის ქილები მოაათავსა და მათ image
იგივე ფასად ყიდდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დიდი დეპრესიის დროს, როდესაც მოსახლეობა ყოველ ცენტს უფრთხილდებოდა. ასე პეპსის გაყიდვები მალევე გაიზარდა და კომპანია "ფეხზე წამოდგა".



image

8.მას შემდეგ იყო უამრავი წარმატებული სარეკლამო აქცია.მაგრამ მოდი ჩვენ ერთ-ერთი მათგანი განვიხილოთ, რომელიც ყველაზე კრეატიული და ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. 1970 წელს პეპსიმ ჩაატარა საოცარი აქცია "აირჩიე საუკეთესო ბრმად" აქციის მონაწილეები თვალახვეულნი აგემოვნებდნენ პეპსის და კოლას მაშინ პეპსიმ გაიმარჯვა 3:2. ეს ფაქტი მალევე გაჟღერდა ტელევიზიებით რითაც კომპანიამ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. შესადარებლად 1960 წელს პეპსი 2.5_ჯერ უფრო ნაკლები დაილია ვიდრე კოლა, ხოლო 1985 წელს მხოლოდ 1.1_ჯერ
image
9.კიდევ ერთი "სუპერ-წარმატება". 1971 წელს კომპანია PepsiCo_ს პრეზიდენტს დონალდ კენდალს ჰქონდა რამდენიმე მოლაპარაკება, რომლის შემდეგაც პეპსი გახდა პირველი პროდუქტი, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იყიდებოდა.
image
10.ახლა კი მთავარი. 1985 წელს პეპსი გახდა ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც აწარმოებს გაზირებულ, გამაგრილებელ სასმელს.
ხოლო 1989 წელს ჟურნალმა Fortune Magazine_ში პეპსი შევიდა ყველაზე პატივსაცემი კომპანიების ათეულში.
image
აქვე რამდენიმე ფოტო განწყობისთვის...
imageimageimageimageimageimage






3
1033
6-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
1033
  
2012, 20 ოქტომბერი, 20:55
ორივე საზიზღრობაა
2012, 16 სექტემბერი, 20:50
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 29 ივნისი, 1:28
მაინც კოკა-კოლა ჯობია :):):))))
0 1 3