x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78813
  • ვიდეო:331544
  • სურათი:435543
ამერიკელი გენერლის განცხადება სირიაში განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით

image
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალები ერთობლივად მუშაობდნენ სარაკეტო დარტყმების დაგეგმვასა და განხორციელებაზეც, განაცხადა პარასკევს ღამით აშშ-ს თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელმა - „სამიზნეები, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა და განადგურდა განსაკუთრებით იყო დაკავშირებული სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის პროგრამასთან“.

ჯოზეფ დანფორდის განმარტებით, პირველი სამიზნე იყო სამეცნიერო კვლევის ცენტრი დამასკთან. ეს სამხედრო ობიექტი იყო ქიმიური იარაღის გამოკვლევის, შექმნის, წარმოებისა და გამოცდის ცენტრი. მეორე სამიზნე იყო ქიმიური იარაღის საწყობი ჰომსის დასავლეთით:


„ჩვენი შეფასებით, ეს იყო სირიაში ზარინისა და პრეკურსორის წარმოების აღჭურვილობის პირველადი განთავსების ადგილი“, - განაცხადა გენერალმა: „მესამე სამიზნე მოიცავდა როგორც ქიმიური იარაღის მასობრივ საწყობს, ის იყო აგრეთვე მნიშვნელოვანი მართვის ცენტრი“. ჯოზეფ დანფორდის შეფასებით, განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა შედეგად უნდა მოიტანოს სირიის მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობების გრძელვადიანი გაუვნებელყოფა: „დარტყმა არ იყო მხოლოდ მძლავრი გზავნილი რეჟიმისთვის - რომ მათი მოქმედებები უპატიებელია, არამედ ამ დარტყმამ გამოიწვია მაქსიმალური ზიანი მშვიდობიან მოსახლეობაში არასაჭირო მსხვერპლის გარეშე“.


გენერალ დანფორდის განცხადებით, ბოლო სარაკეტო თავდასხმისას გამოყენებული იყო ორჯერ მეტი შეიარაღება, ვიდრე გასულ წელს. გენერლის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია სირიის ხელისუფლების მიერ ანტისარაკეტო მოქმედებების შესახებ, თუმცა, ძალიან ადრეა მისი ეფექტიანობის შეფასება. ჯოზეფ დანფორდის თქმით, დასავლელ მოკავშირეების ძალებში მსხვერპლი არ ყოფილა.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:შოთა ვეკუა
შოთა ვეკუა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0