x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ამონარიდები ჯორჯ ორუელის ,,1984,,-დან
ტოტალიტარული სისტემების შესახებ ამ დრომდე შექმნილ ნაწარმოებებს შორის ჯორჯ ორუელის “1984“ ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და გამორჩეულია. რაც არ უნდა კომიკურად გვეჩვენებოდეს ზოგიერთი ეპიზოდი, მწერალი ახერხებს და მაქსიმალური სიზუსტით გვიხატავს ტოტალიტალური სახელმწიფოს სურათს. პრინციპში, ტოტალიტარული სისტემაც ხომ ბოროტი კომედიაა რეალობის მუდმივი გადაფარვით, ტყუილით, ფალსიფიკაციით, უზომოდ ჰიპერბოლიზებლი ციფრებით და, რაც მთავრია, - პრობლემების “არარსებოით“.

image

გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ნაწარმოებიდან :

“ყოველ სართულზე, ლიფტის მოპირდაპირე
კედლიდან იგივე ვეებერთელა სახე იმზირებოდა, - ერთ-ერთი იმ სურათთაგანი,
რომელზე გამოსახული ადამიანის მზერა ყველგან მოგყვება, სადაც უნდა
წახვიდე. დიდი ძმა გითვალთვალებს - იუწყებოდა წარწერა სურათის ქვეშ“



“პასუხივით გაუმჟღავნდა მზერაში ჭეშმარიტების სამინისტროს თეთრ ფასადზე
დაწერილი სამი ლოზუნგი:
ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა“


1948

“იგივე ხდებოდა ყველა სხვა - დიდ თუ პატარა - ჩაწერილ ფაქტთან დაკავშირებით.
ყველაფერი ქრებოდა მოჩვენებით სამყაროში, სადაც უკვე კალენდარული წლის
დადგენაც კი ჭირდა.“


“„თუ სადმე არსებობს იმედი, - დაწერა უინსტონმა, - მხოლოდ პროლებში“. თუ
სადმე არსებობდა იმედი, მხოლოდ პროლებში უნდა ყოფილიყო, რადგან
მხოლოდ ამ მოფუთფუთე, უყურადღებოდ მიგდებულ მასებში - ოკეანიის
მცხოვრებთა ოთხმოცდახუთ პროცენტში - შეიძლებოდა ჩასახულიყო პარტიის
დამამხობელი ძალა. პარტია შიგნიდან არ დაირღვეოდა. მისი მტრები (თუ
ასეთები საერთოდ არსებობდნენ) არათუ ვერ გაერთიანდებოდნენ, - ვერც კი
ამოიცნობდნენ ერთმანეთს. თვით ლეგენდარულ საძმოსაც რომ ეარსება, მაინც
წარმოუდგენელი იყო მის წევრთა თავმოყრა ორ-სამკაციანზე უფრო დიდ
ჯგუფებად. ამბოხი ნიშნავდა განსხვავებულ მზერას, შეცვლილ ინტონაციას,
დიდი-დიდი - ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვას. მაგრამ თუ ერთხელაც პროლები
საკუთარ ძალმოსილებას გააცნობიერებდნენ, მაშინ ფარული შეთქმულების
არავითარი საჭიროება აღარ იქნებოდა. მხოლოდ ფეხზე უნდა წამომდგარიყვნენ
და ტანი ძალუმად შეეფერთხათ, როგორც ცხენი იშორებს ხოლმე ბუზებს. თუ ამას
გადაწყვეტდნენ, პარტიას მეორე დილასვე ნაფოტებად აქცევდნენ. ადრე თუ გვიან
მაინც იზამდნენ ამას“


..ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ახალმეტყველებაში თითქმის
შეუძლებელი იყო არამართლმორწმუნე ცნებების გამოხატვა. რასაკვირველია,
შეიძლებოდა რაიმე ყოვლად უხეში ერესისა თუ გმობის გამოთქმა. მაგალითად,
შეიძლებოდა მავანს ეთქვა, რომ დიდი ძმა არკარგია. მაგრამ ეს განაცხადი -
თავისთავადი აბსურდი მართლმორწმუნე ყურისთვის - არ შეიძლებოდა
დადასტურებულიყო რაიმე განსჯითი არგუმენტით, რადგან არ მოიპოვებოდა
საამისოდ აუცილებელი სიტყვები.“


“როგორც უკვე ვნახეთ სიტყვა თავისუფალი-ს მაგალითზე, ერეტიკული
მნიშვნელობის შემცველ სიტყვებს ზოგჯერ მაინც ინარჩუნებდნენ გარკვეული
საჭიროებისთვის, თუმცა - მხოლოდ და მხოლოდ ყველა არასასურველი
მნიშვნელობისგან მათი განწმენდის შემდეგ. უამრავმა სხვა სიტყვამ - ისეთებმა,
როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა, ზნეობა, ინტერნაციონალიზმი,
დემოკრატია, მეცნიერება, რელიგია - უბრალოდ, არსებობა შეწყვიტა. ისინი
გადაფარა - და გააუქმა კიდეც - რამდენიმე საზოგადო სიტყვამ, მაგალითად,
თავისუფლებასთან და თანასწორობასთან დაკავშირებულმა ყველა სიტყვამ თავი
მოიყარა ერთადერთ სიტყვაში დანაშაულაზროვნება, ხოლო ობიექტურობასთან
და რაციონალიზმთან დაკავშირებული ყველა ცნება მოიცვა სიტყვამ
ძველაზროვნება.“


ეს რამდენიმე ამონარიდიც კმარა იმის დასანახად, თუ რა ზუსტად, ადეკვატურად და რეალისტურად აქვს გააზრებული ავტორს ტოტალიტარული რეჟიმების და დიქტატურების საფრთხე და როგორ კარგად იცნობს მათ.

0
273
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0