x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
10 პროდუქტი, რომელზეც "შეყვარებულია" კუჭქვეშა ჯირკვალი. აი, რა უნდა მოუხერხოთ ამ ჭირვეულ ორგანოს
image



კუჭქვეშა ჭირკვალი (ლათ. pancreas) - უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელზეც დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება და ჰორმონალური ფონი. ის გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებს საჭმლის მონელების პროცესსში და ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული ამ ორგანოს ჯანმრთელობაზე.



image



კუჭქვეშ ჯირკვლის ნებისმიერი სახის დაზიანებას მივყავართ მძიმე შედეგებამდე და ის მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილისა და მავნე ჩვევების შედეგად ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო ყოველთვის დგას დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ საკმაოდ მძიმე შედეგები და მინიმუმამდე შევამციროთ ეს რისკი, ექსპერტები გვირჩევენ, გავამდიდროთ კვების რაციონი სხვადასხვა საკვები პროდუქტებით, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს კუჭქვეშა ჯირკვალზე. დღევანდელ სტატიაში მსურს, დეტალურად მოგითხროთ სწორედ ასეთი პროდუქტების შესახებ.

პროდუქტები, რომლებიც "უყვარს" კუჭქვეშა ჯირკვალს




ისპანახი
ისპანახი - არაჩვეულებრივი არჩევანი კუჭქვეშა ჯირკვლის გასაჯანსაღებლად. კვლევების თანახმად, რომლის შედეგებიც ჟურნალ "Journal of the National Cancer Institute"-ში დაიბეჭდა, კვების რაციონი, რომელშიც საკმარისი რაოდენობით ისპანახი და სხვა ბოსტნეული შედის, განაპირობებს ორგანიზმის საიმედოდ დაცვას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსგან.


image

ბროკოლი
აპინეგინი, რომელსაც მოცემული ბოსტნეული შეიცავს, იცავს კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილებს პათოგენური ზეგავლენისგან. მაქსიმალური რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად, მიირთვით ბროკოლი ნედლი ან ორთქლზე მოხარშული სახით.



image


გოგრა
მოცემული პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კაროტინს, კალიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, სპილენძს, რკინასა და პექტინებს. ეს ბოსტნეული იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პანკრეატიტისგან იტანჯებიან.


image


იოგურტი
ნატურალური იოგურტი ან მაწონი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. კუჭქვეშა ჯირკვლისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა იოგურტი, რომელიც მინიმალური რაოდენობით ცხიმს შეიცავს და მის შემადგენლობაში საერთოდ არ შედის არომატიზატორები და საღებავები.


image

ბატატი, ტკბილი კარტოფილი
მოცემულ ბოსნტეულს, რომელიც საკუთარი ფორმით ძალიან წააგავს კუჭქვეშა ჯირკვალს, აქვს სასარგებლო გავლენა ამ ორგანოზე, განაპირობებს შაქრის ნელ შეწოვას სისხლში და იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას ზედმეტი დატვირთვისგან.


image

ტოპინამბური
ტოპინამბურს მეორენაირად მიწის მსხლად ან იერუსალიმურ არტიშოკად მოიხსენიებენ. გარეგნულად ეს ნაყოფი ძალიან წააგავს ჯანაჯფილის ფესვს, ხოლო გემოთი - ტკბილ კარტოფილს.

თუ რეგულარულად ამ პროდუქტს მიიღებთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირებას და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების ჩახშობას. გარდა ამისა, ამ ნაყოფის წვენი ეფექტურად გვიცავს შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის განვითარებისგან, რაც პანკრეატიტის დროს საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს.


image

წიწიბურა
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების დროს სპეციალისტები გვირჩევენ, მაქსიმალურად მოვერიდოთ ნახშირწყლებით გაჯერებულ პროდუქტებს, წიწიბურის მარცვლებმა მაინც უნდა დაიკავონ საპატიო ადგილი კვების რაციონში, რადგან მცენარეული უჯრედისით მდიდარი ეს სასარგებლო პროდუქტი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, წმენდს მსხვილ ნაწლავს და გამოდევნის ტოქსინებს. წიწიბურა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად, რომელიც პანკრეატიტის განკურნებაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს კერძი უნდა მიიღოთ ყოველგვარი ზეთის, მარილისა და შაქრის გარეშე.


image


მოცვი
მოცვი შეუცვლელი პროდუქტია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც შაქრიანი დიაბეტისგან იტანჯებიან. მისი ფოთლებისგან და ნაყოფისგან მომზადებული ჩაი ამცირებს შაქრის ჩემცველობას სისხლში და სტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას.

თუ კვების რაციონს ამ კენკრით გაამდიდრებთ, შეძლებთ კუჭქვეშა ჯირკვალში ანთების კერების ჩახშობას, ღვიძლის გაწმენდას და ნაღვლის გამომუშავების სტიმულირებას. პანკრეატიტის დროს მოცვის მიღება დაშვებულია გახეხილი სახით მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ.


image



წითელი ყურძენ


წითელი ყურძენი გახლავთ რესვერატროლის არაჩვეულებრივი ბუნებრივი წყარო. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, აძლიერებს სისხლძარღვებს და ამცირებს ანთებას. გარდა ყოველივე ამისა, მოცემული ნივთიერება ამცირებს უჯრედების დაღუპვას (აპოპტოზი) კუჭკვეშა ჯირკვლის კიბოს დროს.



image


ძირტკბილას ფესვი
ეს სამკურნალო ბალახი უკვე მრავალი საუკუნეა წარმატებით გამოიყენება მრავალი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ძირტკბილას ფესვის ნახარში ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას. ამ ორ უსიამოვნო მოვლენას საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი პანკრეატიტის დროს.

რეკომენდებულია ყოველდღიურად 3 ან მეტი ფინჯანი ძირტკბილას ჩაის მირთმევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ პაციენტს ამ ნახარშის მიღებისას წნევა მაღლა ეწევა, რის გამოც მკურნალობის დაწყებამდე უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მუდმივად თვალყურის დევნება სისხლის წნევაზე.



image


ყველაზე გამოცდილი დიეტოლოგები და ექიმები ადასტურებენ ფაქტს, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის გაჯანსაღება და მისი გაუმჯობესება სწორი კვების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი. თუ თქვენ ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ ან გსურთ მათი პროფილაქტიკა, გაამდიდრეთ კვების რაციონი ჩამოთვლილი პროდუქტებით და მიღებული შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა ისინიც ფლობდნენ ამ სასარგებლო ინფორმაციას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
490
8-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0