x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ხის იატაკი - ორიგინალური იდეები და უპირატესობები
image


იატაკი ნებისმიერი შენობის ინტერიერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც მისი მასალის, ასევე დიზაინის საგულდაგულოდ შერჩევა. მართალია, იატაკის უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ ბუნებრივ ხეს მათ შორის მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავისი უნიკალური ტექსტურისა და ეკოლოგიური თვისებების გამო. ხე ყოველთვის მოდურია და ინტერიერს დახვეწილ, მდიდრულ, თუმცა სადა იერს სძენს. გარდა ამისა, ხის იატაკი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა, სითბოს კარგად იჭერს, ხმის იზოლაციაც კარგი აქვს და ნაკლებად ცვდება.

სახლის ინტერიერში ხის მასალისგან დამზადებული იატაკი თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის. ვიზუალური კუთხით ხის იატაკის უპირატესობად ითვლება ის, რომ იგი კარგად ეხამება ოთახის ნებისმიერ დიზაინს. პრაქტკული თვალსაზრისით კი მის უნიკალურობას წარმოადგენს თბოიზოლაცია - ხე კარგად იკავებს სითბოს და ოთახშიც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. ამასთან, ბუნებრივი მასალა "სუნთქავს" და მისი გამოყენების ვადაც, სწორად მოვლის პირობებში, 30 წლამდე აღწევს.

ხის იატაკი ასევე ითვლება ანტისტატიკურად და ანტიალერგიულად, რის გამოც იგი განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახისთვის.



Деревянные полы фото



ხის იატაკის დაგება ასევე შესაძლებელია სამზარეულოშიც, მიუხედავად იმისა, რომ აქ ხშირად მოუწევს დასველება, გამუდმებით ნესტის ქვეშ ყოფნა. ამ შემთხვევაში ბუნებრივი ხის იატაკი უმჯობესია სპეცილური ლაქით დაიფაროს, რაც მას ტენის მიმართ მედეგს გახდის.


ხის იარაკაის ყველაზე გავრცელებული დიზაინია ე.წ. "პარკეტი" - სხვადასხვა ზომისა და ფაქტურის ოთხკუთხედი ფილები, რომელიც ერთი მხრივ სადაცაა და მდიდრულიც.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ტრადიციული ფორმის გარდა, დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ორგინალური ხის იატაკებიც, რომლებიც ინტერიერს განსაკუთრებით საიტერესოსა და დაუვიწყარს ქმნის.


imageimageimageimageimageimage

image

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავაერთიანოთ სასტუმრო ოთახი და საძინებელი - ადგილის დაზოგვის ეფექტური ხერხი პატარა ბინისთვისimage


2. როგორ გავაერთიანოთ სასტუმრო ოთახი და სამზარეულო - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეებიimage


3. როგორ გამოვიყენოთ ბუხარი პატარა ბინის დიზაინში - ის, რაც ბევრს შეუძლებელი ჰგონიაimage


4. როგორ ვაქციოთ აივანი ცალკე ოთახად - იდეები პატარა ბინისთვისimage


5. როგორ გამოვიყენოთ ჩაშენებული მაგიდა პატარა ბინის დიზაინში - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეები!image


6. როგორ გამოვიყენოთ ვიწრო კორიდორი - იდეები პატარა ბინებისთვისimage


7. როგორ მოვაწყოთ კარადები კარის ირგვლივ - ადგილის დაზოგვის ეფექტური იდეებიimage


1
576
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
576
  
2018, 16 აპრილი, 12:46
რა მაგარიააა!
0 1 1