x
image
ნათია ჩხობაძე
ნახატები, რომლებმაც მფლობელებს უბედურება მოუტანეს- საინტერესო ისტორიები

ნახატები, რომლის შესახებაც თქვენ სულ მალე გაიგებთ, უცნაური და საინტერესო ისტორიებით გამოირჩევა. მათთან არის დაკავშირებული ზოგიერთი პარანორმალური მოვლენები.image

ბევრს ადამიანს შესაძლოა არ სჯერა ასეთი ისორიების, თუმცა რასაც ეხლა წაიკითხავთ ნამდვილ ამბავზეა დამყარებული.
მოემზადეთ ! წინ საინტერესო ამბები გელით .
"მტირალა ბიჭუნა"
image
დააკვირდით ნახატს, აქ განსკუთრებული არაფერი მოგეჩვენებათ, თუმცა ნახატს მართლაც დიდი ისტორია აქვს. "მტირალა ბიჭუნა " ეკუთვნის ბრაგოლინს, რომელმაც იგი XX საუკუნის 50-იან წლებში დახატა, ხოლო მენატურედ საკუთარი შვილი გამოიყენა. იმის გამო, რომ პატარას არ შეეძლო დაკვეთით ტირილი, მამას კი რეალისტური სურათი სჭირდებოდა, მხატვარი იქამდე უნთებდა თვალებთან ბავშვს ასანთს, სანამ არ ატირდებოდა. ბავშვს ძალიან ეშინოდა ცეცხლის, მაგრამ მამისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ერთხელაც, ნაწამებმა ბავშვმა მამას დაუვირა:"თავადაც დამწვარხარ". ეს წყევლა მალევე რეალური გახდა. ორკვირაში ბავში გარდაიცვალა, ხოლო მხატვარი ძალიან მალე ცოცხლად დაიწვა.
ნახატი ძალიან პოპულარული გახდა. მისი ბევრი ასლი გაკეთდა. ინგლისში ამას თან ახლდა უცნაური მოვლენები. ყველა სახლში სადაც ეს ნახატი ჰქონდათ, აუცილებლად ხანძარი ჩნდებოდა.უცნაური იყო ისიც, რომ გადარჩენილი ნივთი სახლებიდან, მხოლოდ "მტირალა ბიჭუნას" ნახატი იყო. ორიგინალი დაკარგულია.
"ღამის კოშმარი"
image
ამ ნახატს დღეს მფლობელი არ ყავს, რადგან დეტროდის ხელოვნების ინსტიტუტში ინახება. უცნაური ის არის, რომ ნახატის ყველა მფლობელს უძილობა აწუხებდა.
ცნობილია, რომ ეს ნახატი კაბინეტში ეკიდა ზიგმუნდ ფროიდს, რომელსაც სურდა გამოეკვლია ნახატის ზემოქმედება ხალხზე.

კლოდ მონე, "წყლის ლილიები"
image
ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთი შეხედვით ამ უწყინარ ნახატს უბედურების მოტანა შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ნახატს თან სდევს ხანძრების მთელი სერია. პირველი თავად კლოდ მონეს სახლში მოხდა, ნახატის დასრულებისთანავე, თუმცა ის მალევე ჩააქვრეს და ნახატიც გადარჩა.
შემდეგ ნახატი გასართობი დაწესებულების მფლობელის ხელში აღმოჩნდა, გასართობი ცენტრი სამ თვეში ფერფლად იქცა, იქიდან კი მხოლოდ "წყლის ლილიები " გადარჩა. შემდეგ ნახატიოსკარ შმიტსის ხელში გადავიდა. მისი სახლი 1 სლის განმავლობაში უვნებელი იყოს, ერთი წლის შემდეგ მისი სახლიც დაიწვა. როგორც გაირკვა ცეცხლი იქ გაჩნდა, სადაც ნახატი ეკიდა. ნახატი, რათქმაუნდა გადარჩა. ამის შემდეგ, ნახატი გადადის ნიუ იორკის მუზეუმში, სადაც 4 თვეში ხანძარი ჩნდება, ნახატი ამ შემთხვევამ სერიოზულად დააზიანა.

ბილ სტოუნჰემი, "ხელები მას ეწინააღმდეგება"
image

ნახატის ავტორმა იგი დახატა სურათიდან, სადაც თავის დასთან ერთად არის გადაღებული. სურათთან დაკავშირებული ცუდი ისტორიები დაიწყო მაშინ, როცა მისი პირველი შემფასებელი ძალიან მალე დაიღუპა. შემდეგ მისი მფლობელი გახდა ამერიკელი მსახიობი, რომელიც ასევე მალევე მოკვდა. შემდეგ სურათი დაიკარგა და დიდიხნის შემდეგ გამოჩნდა. ოჯახი, რომელმაც ნახატი იპოვა, ბავშვების ოთახში დაკიდა. ამის შემდეგ, მათი გოგონა იწყებს ყოველ ღამე მშობლებთან სირბილს. ბავშვი ამტკიცებდა, რომ ნახატზე ბავშვები მოძრაობენ და ადგილს იცვლიან. მშობლებმა ფარული კამერით შეძლეს დაენახათ ეს მოვლენა. ამის შემდეგ ოჯახმა ნახატი მოიშორა. ინტერნეტ აუქციონზე, მისმა ფასმა მილიონს გადააჭარბა. ხოლო აუქციონის მოხმარებლებმა, ძალიან მალე საყვედურის წერილები გაუგზავნა ორგანიზატორებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნახატის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ.ზოგიერთს გულის შეტევაც კი დაემართა.


დიეგო ველასკესი, "ვენერა სარკის წინ"imageნახატის პირველი მფლობელი ესპანელი ვაჭარი იყო. ის მალევე გაკოტრდა. რაც დარჩა პირატებმა მოიპარეს. თუმცა, არც მათ შერჩათ მოპარული ქონება. გემი მალევე ჩაიძირა. მფლობელმა, ნახატი გაყიდა. მისი ახალი მეპატრონე ესპანელი ვაჭარი იყო, რომელსაც მდიდრული საწყობები ქონდა. როგორც კი ნახატი იყიდა და ძველ მფლობელს ფული გადასცა, მისი საწყობები უეცრად დაიწვა. ხანძრის მიზეზი მეხი გახდა.
1906 წელს ნახატი მერი რიჩარდსონმა გაანადგურა, რადგან ჩათვალა, რომ ნახატი ქალებისთვის დამამცირებელია. რესტავრაციის შემდეგ თითქოს მან მაგიური ძალა დაკარგა, ან შესაძლოა ახალი მსხვერპლი ჯერ არ უპოვია.



































5
1545
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
1545
  
2018, 13 აპრილი, 20:55
ხო ბოლოში ტო ბე კონტინუედ :D
2018, 13 აპრილი, 20:54
კარგი, გაგრძელება იქნება :დ
2018, 13 აპრილი, 20:36
შეგიძლია ნაწილებად დაყო :) ჩემთვის უცხო არ არის ეს მომენტი და ხშირად ნაწილებად ვყოფ :) კაი აზრია დამიჯერე
2018, 13 აპრილი, 20:32
კიდევ ბევრია ასეთი ნახატები, მაგრამ საკმაოდ ვრჩელი გამოვიდოდა. ასე, რომ მოიძიოტ შეგიძლიათ
2018, 13 აპრილი, 19:55
საინტერესოა
0 1 5