x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ნახეთ რას ყვება სოფო ნიჟარაძე ,,რუსთავი 2''-ის ახალ მუსკალურ მეგაშოუზე ,,მხოლოდ ქართული''
image


რუსთავი ორზე დაწყებული ახალი მუსიკალური მეგაშოუს ერთ-ერთი ჟირუის წევრი სოფო ნიჟარაძე შოუზე საუბრობს და Ambebi.ge-ს უამბობს თუ რითია “რუსთავი 2’’-ის ახალი პროექტი გამორჩეული.


"პირადად ჩემთვისაც და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს არის გამორჩეული პროექტი, სიახლეა იმ მხრივ, რომ ჟღერს მხოლოდ ქართული სიმღერა. ეს მაყურებლის დიდი მოთხოვნაც იყო, რომ თუნდაც სხვა პროექტებში უფრო მეტი ქართული რეპერტუარი მოესმინათ. "მხოლოდ ქართული" ის პროექტია, სადაც აბსოლუტურად მთელი რესურსი ქართულ სიმღერაშია ჩადებული. აქ მხოლოდ ქართულად, მშობლიურ ენაზე მღერიან, ამიტომ, ყველაზე ეროვნული პროდუქტია.

მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქართული სიმღერის შეყვარებისთვის, იმისთვის, რომ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ შესრულებისას. გაბედონ და მეტი იმღერონ ქართულად და ქართული სიმღერა საკუთარი ხედვით დაგვანახონ. დიახ, ქართული სიმღერა ჩარჩოებში არ არის მოქცეული - ეს სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს. პირიქით, რაც მეტი მრავალფეროვნება იქნება, მას უფრო შეიყვარებს ქართველი მსმენელი, გაიხსენებს ბუმბერაზი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ახალი კომპოზიტორებიც გამოჩნდებიან, სიმღერის ავტორებისთვისაც ახალი, ძალიან დიდი სტიმული იქნება, წერონ ქართული სიმღერები.’’- აცხადებს სოფო ნიჟარაძე



მისივე თქმით, ჩვენში თაობები ამ მუსიკაზე გაიზარდა, ისინი გაიხსენებენ იმ ძველს და შეიყვარებენ კონკურსანტების მიერ ახალი ინტერპრეტაციებით შესრულებულს. გარდა იმისა, რომ პოპულარული პროექტია, პირველმა ორმა ეპიზოდმა აჩვენა, რომ არის ძალიან ეროვნული პროექტი და მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.


მომღერალი მაყურებელს პირდება, რომ წინ ბევრი კარგი მომენტი, ეპიზოდი, კონკურსანტი იქნება.

“ ამ კასტინგების ყურებისას ისეთივე ემოციები მოგვდის, როგორც მაყურებელს, რომელიც პირველად უყურებს და არა როგორც ჟიურის წევრებს. დასამახსოვრებელი იყო ბათუმის ეპიზოდი, ქუთაისიც, რამდენიმე თბილისის ეპიზოდიდან იყო კარგი (მაყურებელს ჯერ არ უნახავს), თბილისშიც ბევრჯერ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და ჩემი ფავორიტები დავსახელო, ჩემი სამეული გავამხილო, რადგანაც ქულები უნდა ვწერო, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი - სამეული უკვე მყავს, ჩემი ფავორიტები და გამორჩეულები!’’-ამბობს სოფო ნიჟარაძე

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0