x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეროტიკა და პატრიოტიზმი ბავარიულად
image
ძროხის მოწველა, კარაქის ადღვება, შეშის დაჭრა-საკმაოდ მოსწყენად ჟღერს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ საუბარია გერმანელ ფოტოგრაფზე ელენ ფორ უნვერტზე.

გერმანელმა ფოტოგრაფმა გადახედა სოფლურ ცხოვრებას და ბანალური ყოველდღიური საზრუნავი გადააქცია ხალას ეროტიკულ ქმედებად.


ფოტესერიის შექმნა, რომლის სახელიცაა "Heimat"(მამული) ფოტოგრაფ ელენ ფონ უნვერტს (Ellen von Unwerth) შთააგონა იმ ბავშვობის დროის მოგონებებმა, რომელიც ბავარიის პროვინციულ სოფელში გაატარა, სანამ ფრანაკფურტში გადავიდოდა საცხოვრებლად.

"12 წლის ვიყავი, როდესაც ბავარიაში დავსახლდით, მაშინ ჰიპს ვგავდი და მაინცდამააინც ვერ შევეჩვიე ბავარიულ კულტურას, მეჩვენებოდა, რომ ძალზე კონსერვატიული, ძალზე ტრადიციული და ბანალური იყო, თუმცა შემდგომ როდესაც უკვე 30 წელი ვცხოვრობდი შორს, სხვაგან, მაშინ შევიგრძენი ამ მხარის ნოსტალგია"-აღნიშნა ფოტოგრაფმა.


ელენმა არ გაითვალისწინა გერმანელი კოლეგების მაგალითი, რომლებიც ფოკუსირებენ პასტორალურ ლანდშაფტებზე, აქცენტი გადატანილი აქვთ ბუნების სილამაზესა და პროვინციულობის ხიბლზე.

ფოტოსურათებში იგი ნოსტალგიას საკმაოდ პაროდიულ ჭრილში გვიჩვენებს.

გადაღების დროს ვან უნვერტმა აირჩია ბავარიის ჯერ კიდევ არამოდერნიზებული კუთხეები. სცენები მთის ფერდობებზე, ფერმებში თუ ხის ბეღელშია გადაღებული.

"ეს არის ბავარიის პაროდია, რომელიც იცით. ქალები სავსე მკერდით, ვიწრო ბიუსტჰალტერით, ფართო ქვედაკაბათი, -ეს იმდენად სექსუალურია, მე უბრალოდ ეს ოდნავ გადაჭარბებულად ვაჩვენე."-ამბობს ელენი.

image

image

image

image

image
image

image
image

image
image

image
image
image

image
image
image
image
image
ელენ ფონ უნვერტი(დაბ.1954წ)-ფოტოხელოვანის გარდა არის მოდელი და რეჟისორი, მისი ნამუშევრები ქვეყნდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Vogue, Vanity Fair, Interview და სხვა.იღებს მოკლემეტრაჟიან სარეკლამო ფილმებს ცნობილ მოდელებზე და დიზაინერებზე, აგრეთვე ვიდეოკლიპებს პოპ-მუსიკოსებისთვის.მაშ შორის არის ჯგუფი Duran Duran-ი, აგრეთვე გააფორმა ბრიტნი სპირსის ალბომი "Blackout."


image

0
249
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0