კონფლიქტები რა სამხედრო ძალას უყრის სირიის მიმართულებაზე ამერიკის შეერთებული შტატები 2018, 13 აპრილი, 12:46 სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ამბოხებულების" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო ბაზებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე ამერიკული სამხედრო–საზღვაო ძალები იერიშს მიიტანენ "ახალი, ჭკვიანი" ფრთოსანი რაკეტებით, რამაც რუსეთის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. მეტიც რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ–ს მიერ გაშვებულ თითოეულ საფრენ აპარატს და ფრთოსან რაკეტებს ჩამოაგდებს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალები ზრდის სამხედრო პოტენციალს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამხედრო ბაზებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. სირიის სიახლოვე უკვე იმყოფება აშშ–ს სამი ნაღმოსანი, ერთერთ მათგანს ("არლი ბიორკ") 240 ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" გააჩნია შეიარაღების არსენალში. მასობრივი ინფორმაციის წყაროებით ერთერთი ნაღმოსანის მიმართულებით შეტევის იმიტაცია მოახდინა სირიაში "ჰმეიმის" სამხედრო ბაზიდან აფრენილმა რუსულმა თვითმფრინავმა, თუმცა მალევე მკვეთრი მანევრით გეზი ისევ ბაზის მიმართულებით აიღო. 326 10-ს მოსწონს
|