x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა სამხედრო ძალას უყრის სირიის მიმართულებაზე ამერიკის შეერთებული შტატები

image სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ამბოხებულების" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო ბაზებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე ამერიკული სამხედრო–საზღვაო ძალები იერიშს მიიტანენ "ახალი, ჭკვიანი" ფრთოსანი რაკეტებით, რამაც რუსეთის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. მეტიც რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ–ს მიერ გაშვებულ თითოეულ საფრენ აპარატს და ფრთოსან რაკეტებს ჩამოაგდებს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალები ზრდის სამხედრო პოტენციალს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამხედრო ბაზებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. სირიის სიახლოვე უკვე იმყოფება აშშ–ს სამი ნაღმოსანი, ერთერთ მათგანს ("არლი ბიორკ") 240 ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" გააჩნია შეიარაღების არსენალში. მასობრივი ინფორმაციის წყაროებით ერთერთი ნაღმოსანის მიმართულებით შეტევის იმიტაცია მოახდინა სირიაში "ჰმეიმის" სამხედრო ბაზიდან აფრენილმა რუსულმა თვითმფრინავმა, თუმცა მალევე მკვეთრი მანევრით გეზი ისევ ბაზის მიმართულებით აიღო.
უახლოეს პერიოდში (შესაძლოა უკვე მივიდა კიდეც) სირიის სანაპიროებს მიუახლოვდება ამერიკული, "ოჰაიოს" კლასის ატომური წყალქვეშა ნავი, რომლის არსენალში 160–ზე მეტი შორეული მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა.
გუშინწინ კი ნორფოლკის სამხედრო–საზღვაო ბაზიდან გავიდა დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ "ჰარი ტრუმენის" წინამძღოლობით და გაემართა ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით.
დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაშია ოთხი "ტიკონდეროგას" ტიპის კრეისერი და ოთხი "არლი ბიორკის" კლასის ნაღმოსანი. მოგვიანებით ჯგუფს უნდა შეუერთდეს ასევე "ტიკონდეროგას" კლასის ორი კრეისერი.

0
326
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0