x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78813
  • ვიდეო:331544
  • სურათი:435543
დიეტა ქალის ფიგურისთვის "ქვიშის საათი"-ისუნთქეთ ღრმად,ტორტის ჭამა შეიძლება

image

ქალის ფიგურის ტიპი"ქვიშის საათი" ყველაზე მაცდურ, ქალურ და მიმზიდველ კატეგორიად ითვლება და გინდა არ გინდა თვალი მისკენ ყოველთვის გაგირბის:ვიწრო წელი, გლუვი თეძოები, სავსე მკერდი, გრძელი კისერი და ჩამოქნილი ფეხები....აი რატომ არის, რომ მილიონობით ქალი შიმშილობს ან სპორტდარბაზში იქანცება, ზოგი უფრო შორს მიდის და პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს(ვთქვათ ნეკნის )იმისთვის, რომ "ქვიშის საათის" ფორმა მიიღოს.

მაგრამ აღმოჩნდა, იდეალური ფიგურის ფორმირებისთვის არა მარტო მკაცრი დიეტა და ფიტნესია საკმარისი, არამედ სწორი მიდგომა საკუთარი სხეულის და საკვების მიმართ.


სპეციალისტებმა დიუკის უნივერსიტეტიდან(აშშ) რუტ ულოვერმა და დიეტოლოგმა ბეტ რირდონმა პირველად სრულყოფილად მოახდინეს ფსიქოლოგიის და დიეტოლოგიის კომბინირება წარმატებული ექსპერიმენტის წყალობით, შექმნეს სისტემა ფიგურა"ქვიშის საათისთვის", რომელიც თანმიმდევრულად გასწავლით, როგორ იკვებოთ სწორად და როგორ შეარჩიოთ სწორი პროდუქტები.ამისთვის კი 16 თვე დაგჭირდებათ.


image

იმის ნაცვლად, რომ თქვენ გაიძულონ იტანჯოთ მორიგი კიტრის ან კეფირის დიეტით, დიეტა "ქვიშის საათი" გთავაზობთ ქვეცნობიერად, ბუნებრივად გაითავისოთ მიირთვათ ცოტა და ამასთანავე აკონტროლოთ ემოციები.

გაცნობიერებული კვება გასწავლით უკეთესად შეიცნოთ თავი და გაემიჯნოთ შემთხვევებს, როცა თქვენ ნამდვილად მშიერი ხართ თუ არა?ეპიზოდებს ჭამდე მოწყენილობის, მარტოობის, დეპრესიის ან უბრალოდ ჩვევის გამო.


ქვეცნობიერება-ეს მარტივი ფსიქოლოგიური ილუზია არ არის, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც რეგულარულად იყენებდნენ დიეტას "ქვიშის საათი" არა მარტო გადაეჩვივნენ ჩვევას ჭამონ ავტომატურ რეჟიმში, არამედ უფრო მშვიდები გახდნენ, იშვიათად აღენიშნებოდათ უსიამოვნო განცდები(მიგრენი, ნევრალგიური ტკივილები)გაუუმჯობესდათ იმუნიტეტი და წინ აღუდგნენ დეპრესიას.



განთავისუფლდით რამდენიმე წუთი და მოუწყვეთ საკუთარ თავს მინი-მედიტაცია:



1)შეჩერდით და ირგვლივ მიმოიხედეთ.რას ხედავთ?წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლახან პირველად მოხვდით აქ, დაფიქრდით როგორ აღუწერდით ამ ადგილს იმ ახლობელ ადამიანს, რომელიც თქვენგან შორსაა და არასდროს ყოფილა აქ?



2)თვალები დახუჭეთ და მოუსმინეთ რა ხდება თქვენს ირგვლივ?



3)ღრმად ჩაისუნთქეთ, რის სუნი ტრიალებს თქვენს გარშემო?



4)როგორ გრძნობს თავს თქვენი სხეული?ფეხები, ხელები, თავი, მხრები, მუცელი, კანი?


5)რითაა დაკავებული თქვენი გონება?გეგმავს რაიმეს?წუხს?აგონდება? აკრიტიკებს?



თქვენი მიზანია არა სიტუაციის შეფასება, არამედ წუთიერი დაკვირვება მასზე და თქვენი შეგრძნებები, რას განიცდით ამ დროს.

გაიმეორეთ მინი- მედიტაცია დღეში სამჯერ, ვარჯიშისთვის გამოიყენეთ ტაიმერი, სამზარეულოს მაღვიძარა ან თუნდაც ქვიშის საათი, ვარჯიშის ხანგრძლივობა ნელნელა გაზარდეთ 15 წუთამდე.

image

დიეტა "ქვიშის საათის" ავტორები ასევე რეკომენდაციას იძლევიან გააკეთოთ "20 ჩასუნთქვა" ისიც დღეში სამჯერ.


1)მოხერხებულად მოეწყვეთ, თვალები დახუჭეთ



2)როდესაც ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ წარმოიდგინეთ, თქვენი მუცელი იჩუტება და იბერება საჰაერო ბურთივით.


3)ითვალეთ ჩასუნთქვა ერთი, ამოსუნთქვა ერთი, ადით ათამდე და შემდეგ უკუთვლით ისევ ნულამდე.



4)განიცადეთ ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, როგორც განსაკუთრებული მოვლენა.



ეს ვარჯიში ძალზე სასარგებლო პირველ რიგში გასტრონომიული ცდუნების გასაძლებლად,

image

კვების რეჟიმი:


იმისთვის რომ შეამციროთ მავნებელი ნივთიერებები და შემდგომში მთლიანად ამოიღოთ რაციონიდან მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:


*ერბოკვერცხს ან ომლეტს დაამატეთ პომიდორი, ისპანახი ან სხვა რაიმე მწვანილი.




*სადილის დროს აუცილებლად მიირთვით კერძი კომბოსტოსებრთა ოჯახიდან, (ფოთლოვანი) მოშუშულ ოსპთან ერთად.



* გახეხილი ან დაჭრილი სტაფილო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, სალათა და საწებელა.



*შეამცირეთ და ჩაანაცვლეთ ნაწილობრივ ხორცპროდუქტები, მათ შორის კოტლეტი და კერძები ფარშისგან(გუფთა, ტოლმა და ა.შ) პარკოსანი კულტურით(ლობიო, ბარდა), შემდგომ ნელ-ნელა გაზარდეთ რაციონში პარკოსანი საკვები.


*დაუმატეთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული დილით ხილის სმუზს (განსაკუთრებით ეფექტურია ციტრუსი და ფოთლოვანი ბოსტნეულის ნაზავი)


*სუპები და სოუსები გააზავეთ არა ფქვილით და მისი მსგავსი პროდუქციით, არამედ ჯიჯლაყათი, ფეტვით და სოიას ხაჭოთი.(ტოფუ)


*დავუმატოთ ფაფებს, იოგურტს და სალათებს დაჭრილი ნიგოზი


*ჩავანაცვლოთ გახეხილი ავოკადოთი მაიონეზი და მსგავსი პროდუქტები.



როცა ჭამის დრო მოდის დაუსვით საკუთარ თავს კითხვა.მართლაც მშიერი ვარ?რა რაოდენობით უნდა ვჭამო და როდის უნდა შევჩერდე?


1)აიღეთ ყველაზე პატარა თეფში, ეცადეთ, რომ ბალანსი დაცული იყოს ნახევარი ბოსტნეული, ხოლო მეორე ნახევარი ცილებით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები იყოს(როგორც ცხოველური ასევე მცენარეული)


2)ჭამეთ ნელა, 10-იოდე ლუკმის შემდეგ შეჩერდით შეისვენეთ, შეიგრძენით "როგორ იქცევა შიმშილი", ჭამეთ იმ ხელით, რომელსაც ჩვეულებრივად არ ხმარობთ.



3)როდესაც ნახევარ ულუფას ჩაათავებთ, გააკეთეთ 10 წუთიანი პაუზა, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ტვინმა აღიქვას სიმაძღრის სიგნალი.


4)თუ იგრძენით, რომ მაძღარი ხართ, აღარ არის საჭირო დარჩენილი საჭმელი მოასუფთავოთ.


image




მას შემდეგ, რაც პრაქტიკას გაივლით და მიაღწევთ იმას, დაარეგულიროთ შიმშილის გრძნობა სწრაფად და ხარისხიანად, შეიძლება მიირთვათ დელიკატესები ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე.რუტ ულოვერი და ბეტ რირდონი სულაც არ არიან წინააღმდეგნი დესერტი მიირთვათ-ეს იქნება შოკოლადი თუ ტორტი, თქვენ ხომ უკვე ზუსტად იცით როდის უნდა შეჩერდეთ!


imageიხილეთ აგრეთვე

image








0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0