x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მკითხაობა რიცხვებით: ჩაიფიქრეთ, ამოირჩიეთ და გაიგეთ

ხან ისე ხდება, რომ რაღაც ბიძგი, რჩევა გვესაჭიროება ან უბრალოდ, საკუთარი ძალების საკმარისად არ გვწამს. გვინდა, რომ პრობლემაზე ვინმეს ვესაუბროდ, აზრი ვკითხოთ... მართალია, ამ სტატიაში ყველა კითხვაზე პასუხი არ არის. მაგრამ, თუ საკუთარ სიტუაციას გაანალიზებთ, სურვილს ჩაიფიქრებთ და ამოირჩევთ რომელიმე რიცხვს, 1-დან – 28-ს ჩათვლით, თქვენთვის საინტერესო კითხვაზე, პასუხს მიიღებთ.


image


მაშ, ასე...image

1. ისესეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ჩაკეტილ წრეში მოხვდით, საიდანაც გამოსავალი არ არის. მაგრამ, ცოტა მოითმინეთ. ყველაფერი კარგად იქნება.

2. აჩქარება საჭირო არ არის. ყველაფერი თავის დროზე მოვა.

3. სხვებს ნუ უსმენთ და შეწყვიტეთ სტერეოტიპული აზროვნება. უმჯობესია საკუთარ გულს მიენდოთ და მისი კარნახით იმოქმედოთ.

4. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ არსებობს. სულ ცოტა ძალისხმევა და ყველაფერი გამოვა.

5. უფრო მეტი უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე და სურვილებზე. იღბალი აუცილებლად გეწვევათ, თუ პრიორიტეტების განსაზღვრას შეძლებთ.

6. საკუთარი ძალების რწმენა გქონდეთ და ყველაფერი გამოგივათ. სურვილი სულ მალე შეგისრულდებათ.

7. დაბნეული ხართ? ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ, – დასვენებაა, თუნდაც ცოტა ხნით. და გადაწყვეტილება თავად მოვა თქვენთან.

8. არც ისე მარტო ხართ, როგორც გგონიათ. სურვილის ასრულებაში ნაცნობ-მეგობრები დაგეხმარებიან.

9. საკუთარ სურვილებს, ძალიან ხშირად, II ადგილზე აყენებთ. ამას თუ აღარ გააკეთებთ, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აგეწყობათ.

10. ცოტა მოთმინება და ძალისხმევის გამოჩენა გმართებთ. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელით.

11. თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობთ. მაგრამ გააცნობიერებთ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და საჭირო ყოფილა და ახალი, სწორი გეგმის შემუშავებას დაიწყებთ.

12. მოემზადეთ! სულ მალე, თქვენს ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების დრო მოვა!

13. მოულოდნელი სიახლე ან წინადადება, თქვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებას შეიტანს.

14. თქვენ მარცხი გელით, რომელიც სულ მალე, ნარმოუდგენელ წარმატებად გარდაიქმნება. ასე, რომ, ნუ იდარდებთ.

15. თქვენ მეტისმეტად აჩქარებთ მოვლენებს და გავიწყდებათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უფრო მეტი მოთმინება გმართებთ.

16. საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შეხედოთ და მაშინ დაინახავთ საშუალებას, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ.

17. ახლა იღბალი თქვენს მხარეს არის. იმოქმედეთ თამამად და შეუპოვრად. ნურაფრის შეგეშინდებათ.

18. თქვენი ბედნიერება თქვენს თვალწინ არის. უფრო დაკვირვებული თუ იქნებით, მას აუცილებლად შენიშნავთ.

19. საკუთარი ძალების უნდა ირწმუნოთ. ეს ერთადერთია, რაც სასურველს გაშორებთ.

20. ცოტა უნდა მოდუნდეთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, მაშინ საქმეც მოგვარდება.

21. საკმაოდ ჭკვიანი ხართ, ამიტომ საკუთარ გონებას და ინტუიციას მიენდეთ. ისინი გზას გაჩვენებენ.

22. თქვენ სწორ გზაზე დგეხართ. აღებული კურსიდან ნუ გადაუხვევთ და საწადელს აუცილებლად აისრულებთ.

23. მხოლოდ ერთ რამეზე ხართ ჩაციკლული. ირგვლივ მიმოიხედეთ და უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომელიც იმას გადაფარავს, რისკენაც ისწრაფვოდით. აუცილებლად იპოვით სწორ გზას.

24. თუ ამ სამყაროს სილამაზის აღქმას ისწავლით, მაშინ საკუთარ ბედ-იღბალსაც დაინახავთ. თქვენ ბედის ნებიერა ბრძანდებით, მაგრამ რატომღაც, ჯიუტად არ გინდათ ამის შემჩნევა.

25. ყველაფერი მოგვარდება. სანერვიულო არაფერი გაქვთ.

26. გახსოვდეთ, წვიმის შემდეგ, აუცილებლად, მზე გამოდის. მალე ყველაფერი მოგვარდება. ნურაფერს განიცდით.

27. თქვენ ბევრი და მიზანდასახულად იშრომეთ. ასე, რომ, ახლო მომავალში, ბედისგან ჯილდოს ელოდეთ.

28. საკუთარი თავის ფასი არ იცით. მაგრამ, იღბალი თქვენს მხარეზეა და მალე ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებს შემოგთავაზებთ.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageტესტი: ამოირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ, თუ რას უნდა ელოდეთ იღბლისგან, ახლო მომავალში
ამოირჩიეთ საათი და გაიგეთ, როდის მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში
ამ გოგონებიდან რომელია ასაკით უფროსი? უპასუხეთ და გაიგეთ საიდუმლო საკუთარი თავის შესახებ

3
12941
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12941
  
2018, 19 აპრილი, 21:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 აპრილი, 16:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3