x
image
melody_inside
ნახეთ რა რჩევებს აძლევდნენ ორსულ ქალებს ექიმები 150 წლის წინ

image

ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტი და რჩევა-დარიგება მიჩნეულია შესრულდეს აუცილებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება ორსულობას. მაგრამ, თუ გადავიხედავთ 100 - 150 წლით უკან, მაშინდელი რეკომენდაციები თანამედროვეებს მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად მოეჩვენებათ. ორსული ქალები ატარებდნენ მოჭერილ კორსეტებს, ზოგი ეწეოდა ექიმების მოთხოვნით, ემალებოდნენ მზის სხივებს და ა.შ.





კორსეტები ორსული ქალებისთვის


ვიქტორიანულ ერაში ქალის გარეგნული სახე მკაცრად რეგლამენტირებული იყო. კორსეტის ტარება სავალდებულო იყო. და ორსული ქალი გამონაკლისს არ წარმოადგენდა. კორსეტი მხოლოდ ოდნავ იცვლიდა შესახედაობას, მაგრამ გაზრდილ მუცელს მაინც უჭერდა. ზოგი ამტკიცებდა, რომ კორსეტები დამატებითი დამხმარე საშუალება იყო ორსულებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ნაყოფი ყოველთვის ვერ ვითარდეობა ნორმალურად, რის გამოც ხშირად ხდებოდა ნაადრევი მშობიარობა და ბავშვის დაღუპვა.





ანესთეზია ქლოროფორმით მშობიარობის დროს



image






XIX საუკუნეში ანესთეზიისთვის ქლოროფორმს ისუნთქავდნენ.












XIX საუკუნეში ორსულობის და მშობიარობის დროს ტანჯვის შესამსუბუქებლად ექიმებმა ნარკოზის გამოყენება დაიწყეს. პაციენტებს ასუნთქებდნენ ქლოროფორმს. დედოფალმა ვიქტორიამაც კი თავისი ბოლო ორი შვილი ამ ნარკოზის ქვეშ გააჩინა. მაგრამ, როგორც ყოველთვს, მედალს ორი მხარე აქვს. ქლოროფორმი ნეგატიურ ზედავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. ქალების უმრავლესობას მშობიარობისას არა მარტო ტკივილი უმცირდებოდათ, არამედ სხვა შეგრძნებებიც, ამიტომ ხშირად იბადებოდნენ მკვდარი ბავშვები.






დამრგვალებული მუცლის დამფარავი კაბები




image



150 წლის წინ, გამობერილი მუცელი რაღაც უხამსობად ითვლებოდა, ამიტომ მას ტანსაცმლით ნიღბავდნენ. იმ დროს მოდაში იყო კრინოლინის კაბები- კორსეტი ავიწროებდა წელს, ხოლო კრინოლინის რგოლები იწეოდა მაღლა. ქალბატონი ამის გამო გაცილებით გამხდარი ჩანდა. მას შემდეგ, რაც ფუშფუშა კაბები გაცილებით მოკრძალებული სამოსით შეიცვალა, ორსულობის შესანიღბავად მრავალრიცხოვანი სარჩულები, წინ დაგრძელებული ჟაკეტები და მოსაცმელები. ყველაფერ ამას ემატებოდა ისიც, რომ ქუჩაში ან საზოგადოებაში არ შეიძლებოდა გამოჩენა თუ საუკეთესოდ არ ეცვა. მიაჩნდათ, რომ ბავშვი დაიბადებოდა ლამაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დედა ორსულობის დროს საუკეთესო ტანსაცმლით დადიოდა.



მოწევა




image



ვიქტორიანულ ეპოქაში მოწევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლბა. მხატვარი კარლ შვენინგერი







დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ვიქტორიანულ ეპოქაში სრულიად სხვაგვარად ფიქრობდნენ. უფრო მეტიც, ექიმები მოუწოდებდნენ ორსულ ქალბატონებს მოეწიათ, რადგან ის თითქოს ხელს უწყობდა საჭმლის მონელებას.

ალკოჰოლი







image



XIX საუკუნეში ექიმები ორსულებს ალკოჰოლს უნიშნავდნენ.







მოწევის გარდა ფეხმძიმე ქალებს ნებას რთავდნენ მიეღოთ წითელი ღვინო. მცირე რაოდენობით ის სასარგებლოცაა, მაგრამ რიგი ქალბატონებისა, საერთოდ ვერ გებულობდნენ ზომას – რაკი ექიმმა ნება დართოთ, ესე იგი შეიძლება.


მზის შიში



image



ვიქტორიანულ ეპოქაში ორსულებს მზის ეშინოდათ





XIX საუკუნეში კიდევ ერთი პირობის დაცვა უწევდათ ფეხმძიმე ქალებს: მზეზე არ გასვლა. მიიჩნევდნენ, რომ ის უარყოფითად მოქმედებდა ნაყოფზე. ამიტომ ორსულები იძულებულნი იყვნენ ჩაეცვათ გრძელსახელოებიანი კაბები, ხელთათმანები, ეტარებთ ქოლგები და ქუდები კარგი ამინდის მიუხედავად.





image



ფეხმძიმე ქალის და მისი მეუღლის ფოტო




იმისათვის რომ მოდას არ ჩამორჩენილიყვნენ, ვიქტორიანულ ეპოქაში ქალები ყველაფერზე მიდიოდნენ. ვწრო კორსეტები, კრინოლინი, ნარკოტიკები წამლის ნაცვლად – უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი სავალალოდ მთავრდებოდა










1
368
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
368
  
2018, 5 მაისი, 20:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1