x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჯადოსნური ფრაზები, ცხოვრების გასაანალიზებლად და «მხრებიდან ტვირთის მოსახსნელად»

ეს ფრაზები ცხოვრების უკეთესად შეცნობაში, არსებული სიტუაციის შეფასებაში და მის გადაფასებაში დაგეხმარებათ, გაჩვენებთ, რა არის ცხოვრებაში მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი, რადგან თითოეული მათგანი, გარკვეულწილად, სიბრძნის მარცვალს შეიცავს...


image


1. არასდროს ინანოთ ის, რაც გააკეთეთ, თუ იმ მომენტში ბედნიერი იყავით.


2. სიმშვიდე — ძლიერი ემოციაა. დუმილი — ყვირილზე ხმამაღალია. გულგრილობა — ომზე საშიშია.


3. ალბათ, ვერ გავიზარდე… რადგან დღემდე მჯერა საოცრების, სიყვარულის და კარგი ადამიანების არსეობის.


4. სილამაზის გამო არ შემყვარებიხარ და არც ასაკის გამო გადაგიყვარებ.


5. ისწავლეთ გაშვება! ოჯახის წევრი უკან დასაბრუნებელ გზას ყოველთვის იპოვის.


6. სული — შეუცნობელი რამ არის. არავინ იცის სად მდებარეობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტკივა.


7. ისე იცხოვრე, რომ ადამიანებმა, რომელებიც გზაში შემოგხვდებიან, გაგიღიმონ. ხოლო, შენთან ურთიერთობით, ცოტათი ბედნიერები გახდნენ.


8. ხანდახან, რაღაც უცნაური გზებით, ყველაფერი თავისთავად გვარდება.


9. ბედნიერება — ოჯახის წევრების ჯანმრთელობაა.


10. სხვების დამცირებით, უკეთესი ვერ გახდები.


11. ჩვენი ყველაზე დიდი ილუზია ის არის, რომ გვგონია, ჯერ კიდევ ბევრი დრო დაგვრჩა…


12. ოცნება გიჟური, ან არარეალური უნდა იყოს… წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოცნება კი არა — სამომავლო გეგმა იქნება!


13. გვაპატიოს უფალმა, როდესაც იმით არ ვართ კმაყოფილები, რაც გაგვაჩნია…


14. ნუ ეცდებით იმ ადამიანებთან საქმის გარჩევას, რომლებმაც იმედი გაგიცრუვეს. ნურაფერს ეტყვით, დატოვეთ საკუთარ აზრებთან ერთად.


15. ყველას საკუთარი პრობლემა აქვს — ზოგზ ხმელი პური, ხოლო ზოგს, ბრილიანტის ქვა ეპატარავება. დააფასეთ ის რაც გაქვთ!


16. ხან უფალს, თქვენი ცხოვრებიდან ადამიანი, თავენსავე დასაცავად მიჰყავს. ნუ გამოეკიდებით მას და ნურც დაბრუნებას სთხოვთ.


17. წინასწარ ნუ იდარდებთ, რაღაცის გამო და ნუ გაიხარებთ იმის გამი, რაც ჯერ არ მომხდარა.


18. სულებს შორის კავშირი თუ არ არის, ადამიანს სხეულით დიდ ხანს ვერ შეაჩერებთ.


19. უფალს ყველაფერი გაწერილი აქვს და ყველაფერი თავის დროზე ხდება, — ნუ იქნებით სულსწრაფი, ლოდინი ისწავლეთ.


20. ბევრი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ადამიანის პოვნაა და მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ უფრო მნიშვნელოვანი — საკუთარი თავის პოვნაა.

imageimageimage* მარკ ტვენის ბრძნული ციტატები ირონიის ელფერით
* სამყაროს მთელი სიბრძნე და ბედნიერების რეცეპტი მეფე სოლომონისგან
* ცხოვრებისეული რჩევები გაბრიელ გარსია მარკესისგან

* ფიქრები ცხოვრების აზრზე

* 5 მოკლე ისტორია ცხოვრებასა და გრძნობებზე

0
427
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0