x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83566
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441509
საუდის არაბეთმა ქალ ველოსიპედისტების რბოლას პირველად უმასპინძლა

image

ქალმა ველოსიპედისტებმა საუდის არაბეთის პირველ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა, რითაც კონსერვატორული ერის უამრავი მოქალაქე და სოციალური მედია გააკვირვეს.

არაბ ქალ ველოსიპედისტებს შესაძლებლობა მიეცათ სამშაბათს, ქალაქ ჯედაიში გამართულ შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა.

47 ქალი ერთმანეთს ათი კილომეტრიანი მანძილის დაფარვაში შეეჯიბრა. ღონისძიება ჯგუფ Be Active-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც ქალი ველოსიპედისტების და ადგილობრივი სამთავრობო პირების დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეჯიბრის ორგანიზატორი ნადიმა აბუ ალ-ენეინის თქმით, ის შეჯიბრში მონაწილე ქალების რიცხვით განცვიფრებული დარჩა.

“მსურველების დიდი რაოდენობის გამო საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეების რიცხვის გაზრდა 30-დან 47-მდე მოუწია. თუმცა, კომიტეტი ასევე იძულებული გახდა მრავალი კონკურსის გარეთ დაეტოვებინა.’’ განმარტავს ნადიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას სოციალურ ქსელ ტვიტერში პოზიტიური გამოხმაურებები მოყვა, ის ზოგისთვის კამათი საგანიც გახდა.

ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით : “ არ ვარ სასულიერო პირი, მაგრამ ქალი შესაძლოა მაცდური იყოს და ველოსიპედის ტარებისას მისი სხეულის ყველა მიმზიდველი ნაწილი მამაკაცებისთვის დაფარული აღარ იქნება. თუ ქალს ველოსიპედის ტარება სურს შეუძლია ეს გააკეთოს, ოღონდ არა საჯაროდ და ხალხის თვალწინ.’’

ასევე დაიწერა, რომ სპორტში ქალები საჭირონი არიან, მაგრამ “ გარკვეულ საზღვრებში და არა მამაკაცების თვალწინ.’’

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ველოსიპედისტები და ორგანიზატორები შეაქეს და ღონისძიება “ გასართობად’’ დაახასიათეს.

ერთ-ერთმა ქალმა რბოლისკენ მიმართულ კრიტიკას ასე უპასუხა : “ 5, 10 ან 20 წლის შემდეგ ქალები, რომლებიც დღეს სოციალურ ქსელში ამ ღონისძიებას აკრიტიკებენ, თვითონ მიიღებენ მსგავს შეჯიბრებებში მონაწილეობას, ან დაესწრებიან ან გაამხნევებენ მონაწილეებს. ისევე როგორც, მათ ეს მობილურ ტელეფონებთან, ტელევიზიასთან, სკოლებთან, ექთნებთან და მედიცინასთან დაკავშირებით გააკეთეს..... ისინი უკან მოიხედავენ და შერცხვებათ იმ რეაქციების, რომლებიც დღეს აქვთ.’’

რბოლის ორგანიზატორმა აბუ ელ-ნეინმა 2017 წელს ველოსიპედისტთა კლუბი დააარსა, არაბი ქალი ენთუზიაზისტების მოსაზიდად კი სოციალური ქსელი გამოიყენა .


2013 წლიდან საუდის არაბეთში ქალების მიერ ველოსიპედისტების ტარება რეკრეაციულ ზონებში ნებადართულია, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი მოკრძალებულად იქნებიან ჩაცმულები და მთელი ამ დროის განმავლობაში ეყოლებათ მამაკაცი თანხმლები პირი.

ორშაბათს ასევე გახდა ცნობილი, რომ ჯედაი საუდის არაბეთის პირველი ოპერის სახლის პოტენციური მასპინძელი იქნება. ფაქტია, რომ საუდის არაბეთი სოციალური ცვლილებების გეგმას ამზადებს.


წყარო : BBC


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0