x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80773
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
ირმა ინაშვილი: „ფრიდომ ჰაუსი“ სააკაშვილს აპრავებდა, რომელი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?!

image


პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნას ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ ეს ორგანიზაცია სააკაშვილის მმართველობის დროს დუმდა, ამიტომ ის ობიექტურ და მიუკერძოებელ ორგანიზაციად არ მიიჩნევა. ინაშვილი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს.


„დღეს რომ ვინმე გაბედავს და იტყვის, - საქართველოში მედია არაა თავისუფალი, იმას მართლა სიცხე უნდა გავუზომოთ. ან "ფრიდომ ჰაუსი" რომელი მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანიზაციაა?! "ფრიდომ ჰაუსი", როგორც წესი, სააკაშვილის რეჟიმს "აპრავებდა". ჩემი აზრით, ამ თემაზე ქართველმა ჟურნალისტებმა უფრო გულწრფელად და გაბედულად უნდა ისაუბრონ. მართლა მაინტერესებს, 2004 წელს წაგვართვეს "ობიექტივი" და თითქმის 10 წელი შევალიეთ არხის დაბრუნებისთვის ბრძოლას... 40-ზე მეტი ტელეარხი ჩაიდეს ჯიბეში. მესაკუთრეებს უსწორდებოდნენ ყველა მეთოდით. ჩვენი არხის დირექტორი ისე ცემეს, დაყრუვდა! ახლა "ფრიდომ ჰაუსი" რაში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ დღეს მედია თავისუფალი არაა და სააკაშვილის დროს დემოკრატიის ექსტაზი იყო?! კარგით, რა. სირცხვილია, მართლა. მკაფიოდ ვამბობ: დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ჟურნალისტებს არავინ ართმევს პროფესიას!, “ - წერს ირმა ინაშვილი.


image

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0