x
თუ გაზაფხული დაიგვიანებს

image

- მამი, მამი, მესიზმრა, რომ... და ბავშვმა ტირილი დაიწყო.

- რაო, რა გესიზმრა, ჩემო პატარავ, აბა მითხარი, რომ გულზე მოგეშვას და აღარ იტირო.

ბავშვმა ამოიოსუნთქა და გააგრძელა:


- თითქოს ყველაფერი მკვდარი იყო. საშინელი სიცივე, ხეები გამხმარი. უცებ ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა: „გაზაფხული იგვიანებს, ან იქნებ სულაც აღარ მოვიდეს. რას იზამ?“ შემეშინდა და გამომეღვიძა. არ მინდა სულ ციოდეს, არ მინდა ხეები უფოთლოდ, არ მინდა ჩიტების ხმა არ ისმოდეს. მამა, მე...

- ჩუმად! გააჩერა მამამ. ეს არ მოხდება არასდროს. იმიტომ რომ გაზაფხულს სიცოცხლე მოაქვს. ყველაფერი იღვიძებს, ამოდის ყვავილები, ჩიტები ბრუნდებიან სამშობლოში. იწყება ხვნა-თესვა. ბუნებას უხარია. ადამიანებსაც უხარიათ. ამას ღმერთი არ დაუშვებს! ეს ყველაფერი მან შექმნა. მან სიცოცხლე შექმნა.

- მამი, მამი ყველა და ყველაფერი ცოცხლდება თავიდან?

- ჰო, შვილო ცოცხლდება.

ბავშვს გაუხარდა. მას დედა ჰყავდა გარდაცვლილი. უცებ ფანჯრისკენ გაიქცა, გამოაღო და შესძახა:

-დედიკო, დედიკო, გაზაფხულზე შენც მოხვალ?

თითქოს მოესმა: „ჰო, შვილო, გაზაფხულზე დავბრუნდები, შემდეგ ისევ წავალ, როგორც ბუნებაში ხდება. ბუნება იძინებს, შემდეგ ისევ იღვიძებს და ა.შ. ამ დღიდან მოყოლებული ბავშვი ყოველი გაზაფხულის დადგომისას მიირბენდა ფანჯარასთან და დედას ესაუბრებოდა. მართალია, ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა მის მოსვლას. ხანდახან გაიფიქრებდა:

„თუ გაზაფხული დაიგვიანებს?“

და თვითონვე პასუხობდა:

„არ შეიძლება, სიცოცხლე არ იგვიანებს!“



ალექსანდრე რაზმაძე

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0