x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78774
  • ვიდეო:331492
  • სურათი:435439
რუსული "HTB" ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოდის

image

.

რუსული "HTB"- საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. გაზპრომის შვილობილ მედიაკომპანიას ციფრული მაუწყებლობის დაწყება რუსეთის საზღვრებს გარეთაც სურს. ენტევეს მენეჯმენტი განმარტავს, რომ რუსეთს გარეთ მაუწყებლობის დაწყება მათთვის სოციალური პროექტია.
.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ "HTB"- პლიუსმა საქართველოში ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა და სამაუწყებლო ლიცენზია უკვე მოიპოვა.
.
კომისიაში იქვე იმასაც დასძენენ, რომ ავტორიზების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული მიდგომები შეიცვალა, ამიტომ შესაძლებელია რუსულმა მაუწყებელმა საქართველოში მოპოვებული ლიცენზია ისევ დაკარგოს. მარეგულირებელი კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას სთხოვს, მათ წერილობითი შეტყობინება უკვე გაეგზავნათ. თუ "HTB" კომისიის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საქართველოში მაუწყებლობის უფლებას დაკარგავენ.
.
.
0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0