x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78774
  • ვიდეო:331492
  • სურათი:435439
რას წერდნენ დიდი მხატვრების შესახებ - 3 მხატვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


"სიმახინჯის წინაშე უკან დახევა კარავაჯოსათვის მხოლოდ დასაგმობი სისუსტე იყო. იგი ყველაფერზე მაღლა სიმართლეს აყენებდა, სიმართლეს, როგორსაც თავად ხედავდა. მას არ იზიდავდა კლასიკური მოდელები, არავითარ მოწიწებას არ გრძნობდა იდეალური სილამაზის მიმართ. მას სურდა გათავისუფლებულიყო პირობითობისაგან და ძირეულად შეესწავლა ფერწერის პრობლემები"

- ერნსტ გომბრიხი


როგორც ცნობილია, კარავაჯომ უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპული ფერწერის განვითარებაზე.

image


”ელ გრეკო ყოველთვის მარტოდმარტო მიდიოდა, თავისი გზით, კრეტამ მას სიცოცხლე აჩუქა, ფუნჯმა კი - ტოლედო, მისი საუკეთესო მამული, სადაც სიკვდილთან ერთად უკვდავებასაც ეზიარა”

ერნესტ გომბრიხი


ელ გრეკომ ფერწერაში სრულიად ახალი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. იგი ძირითადად წმინდანებს ხატავდა, განსაკუთრებით მის ფერწერაში ფიგურირებს ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, პეტრე.


image




”ეს კაცი (ედუარ მანე) გახდება მხატვარი, ის ჭეშმარიტი მხატვარი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ცხოვრების ეპიკური მხარის აღქმა. ის გვაიძულებს დავინახოთ და გავიგოთ, რა დიდებულები და პოეტურები ვართ ჩვენს ჰალსტუხებსა და ლაქის ფეხსაცმელებში”- შარლ ბოდლერი


image


ედუარ მანეს ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი განხილვის საგანი გახდაა, სწორედ ამით დაიწყო იმპრესიონიზმის მიმდინარეობა.


0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0