x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ყურადღება!!! საატესტატო გამოცდებში ცვლილებებია.

image2018 წლის საატესტატო გამოცდები ძალზედ გამარტივებულია. იმისთვის რომ მოსწავლემ გამოცდაზე ზღვარი გადალახოს ამისთვის მან 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ამასთანავე მოსწავლე ეკრანზე ქულას ვერ დაინახავს, ის მხოლოდ შეტყობინებას მიიღებს გადალახა თუ არა ზღვარი. ხოლო ჩასაბარებელი საგნები იგივე რჩება; მე-11 კლასის გამოცდები იქნება - ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში, მე-12 კლასის კი ქართულში, მათემატიკაში, ისტორიასა და უცხო ენაში.
ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორებისთვის გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის მე-11 კლასის მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო 10 აპრილის 12:00 საათიდან, ხოლო სკოლებმა მე-11 კლასის მოსწავლეები 24 აპრილს 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ. რაც შეეხებათ მე-12 კლასის მოსწავლეებს ახლა უკვე დარეგისტრირებული უნდა ყავდეთ.
imageასევე სიახლეა რომ მე-12 კლასის მიერ სკოლაში გაცდენილი საათები აღარ აგინიშნება 24 აპრილიდან და მოსწავლეებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ. თუმცა ამ პერიოდში მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.
ხოლო რაც შეეხება ექსტერნ გამოცდას ის ითვლება 23 აპრილამდე, რომლის გამოთვლის შედეგადაც გამოვლინდება ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი გამოცდის ჩაბარება.
მე-12 კლასის მოსწავლეების სწავლას 18 მაისს დაასრულებენ.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:კესო ასლანიშვილი
კესო ასლანიშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0