x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გიორგი კეკელიძის ემოციური სამადლობელი დაბადების დღის მილოცვებზე

image

გიორგი კეკელიძე 10 აპრილს იუბილარი იყო. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უამრავი მილოცვა მიიღი, რის შემდეგაც აქვეყნებს ემოციურ სამადლობელ პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

" -ჩემი სამადლობელი–
არც კი ვიცი, ასეთ კალენდერებს დღეს იყენებს თუ არა ვინმე. ადრე, იმ უცნაურ ოთხმოცდაათიანებში, ნავთის ლამპიან ღამეებისას, მამაჩემი ჩამოხსნიდა კედლიდან და ერთად ვკითხულობდით ხოლმე. განსაკუთრებით, უკანა გვერდებს. აბა, სხვა რა გასართობი გვქონდა – ეგ, ჭადრაკი და დომინო. და ალბათ, ძნელად წარმოიდგენდა რომ 10 აპრილის ფურცელზე მე ვიქნებოდი და მით უფრო – მასზე დაწერილი ტექსტით. ამიტომაც, რაღაცნაირად გამიხარდა, იმ უამრავ, ძალიან გადაჭარბებულ და დაუმსახურებელ სიტყვებიან მილოცვებს შორის, რაც თქვენგან მივიღე. უკან გადამისროლა უკანმოუხედავად.
ჰოდა, ქება ყველას სიამოვნებს, ყალბად მანერული თავდამბლობა იქნება ახლა ამის არ თქმა. მაგრამ ერთიცაა – ცოტა ზედმეტი მქონია ჩემს ასაკში ადამიანისთვის ძეგლის კვარცხლბეკის შენება. არც საამისო გამიკეთებია რამე და არც სასარგებლო საქმე მგონია. მე მოძრაობის ადამიანი ვარ. ვაღაირებ – ამბიციური და დიდ საქმეებს შეჭიდებული. ეს ზოგს ალბათ აღაიზიანებს, უფრო მეტს – პირიქით. მაგრამ არასდროს მქონია მცირედი სურვილიც კი, რომ საკუთარ თავში ის პატარა ბიჭი დამეკარგა, მამასთან ერთად კალენდარს რომ ფურცლავდა და მისი მთავარი ოცნება, ცოტა ხნით ელექტრენერგიის მოსვლა და მეზობელთან მარიოს თამაში იყო. ასე უფრო მიადვილდება ცხოვრება და ამიტომაც არც დაბლა დანარცხების მეშინია ძალიან, თუ ამას დაბლა ჰქია და არც მაღლა ავარდნის, თუ ამას ჰქვია მაღლა საერთოდ. მთავარი, რაც ამ წლებში ვისწავლე – ცვლილების უნარია. ძველი, უვარგისი ტყავის გამოცვლის და ახლის მორგების. ის, რასაც გუშინ ვაკეთებდი თუნდაც შეცდომით, ცხადია ნიშნავს ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ გულისხმობს იმას, რომ მე, შენ და ისინი არ ვიმსახურებდეთ განახლების შანსს. ბიბლიური ფერიცვალების მთავარი მისტერიაც ეს არის და ადამიანად ყოფნის უმთავრესი ნიშანიც.
სულ ვამბობ: ფრაზა “ყველას უყვარხარ’’, რასაც ჩემს მისამართით ხშირად გაიგონებთ, ელვის სისწრაფით შეიძლება სხვა ზმნით ჩანაცვლდეს – ერთი პატარა, უმნიშვნელო ან შეიძლება, სულაც დაუდასტურებელი ფეხის წამოკვრის გამოც კი. ჩვენი სამწუხარო ეროვნული სპორტიც ეს არის, ჯერაც მოურჩენელი დაავადება. მშვიდად ვერ, მაგრამ ამასაც ველოდები და ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან მოხდება. ამიტომაც, ჩემი ვნება შედეგებს დიდად არ გულისხმობს, უფრო პროცესისაა. მე მართლა მიყვარს ეს ქვეყანა, ის სოფლები და ადამიანები, ყოველდღე რომ ვხედავ და მინდა უკეთესად იქცეს. ამას მეტი შრომა, თავისუფლება და სწავლა ჭირდება. ერთმანეთის გათვალისწინებით. არასდროს მოვალ კლასიკურ პოლიტიკაში, არ მგონია ჩემი საქმე და იმიტომ. აქედან, გვერდიდან უკეთ ვმუშაობ და მგონია, რომ რაღაც გამოვა იმ უამრავ საქმეთაგან, რომელსაც მოვედე. გუშინ დავიმალე სამსახურებისგან. დღეს ვუბრუნდები, სკოლაში მივდივარ.
ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!
თქვენი #გიორგიკეკელიძე "

image

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0