x
image
გემი დალანდი
ქიმიოთერაპიაზე 100-ჯერ ეფექტური! ბალახი,რომელიც კიბოს უჯრედებს 48 სთ-ში კლავს
image

ამ ბალახს ყველა იცნობს. ეს ბაბუაწვერაა და თითქმის ყველგან იზრდება. მისი ყვავილი წვიმიან ამინდში იხურება, მზიანში კი დილაადრიან- 6 სთ-ზე იშლება და დღის 3 საათისთვის ისევ იხურება. ბევრი მას სარეველად თვლის. სინამდვილეში, ბაბუაწვერა გაჯერებულია ადამიანისთვის სასარგებლო, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ბაბუაწვერას ფესვი კი ათეულობით სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, მათ შორის: კალიუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს, А, С, Е და В ვიტამინებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ფლავანოიდებს, პოლისაქარიდებს, ინულინს, ხოლინს, საქაროზას, ორგანულ მჟავებს და ბევრ სხვას.

image



მკურნალობა

სიმსივნური დაავადებებით მსოფლიოში ყოველ წელს უამრავი ადამიანი იღუპება და ასევე ყოველ წელს იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ამ საშინელ დიაგნოზს უსვამენ. მედიცინა ახალ მეთოდებს ნერგავს ამ დაავადებასთან საბრძოლველად, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანის ორგანიზმი არ რეაგირებს სხვადასხვა ძვირადღირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და სამედიცინო მანიპულაციებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში მხოლოდ დაავადების გადავადებას ახდენენ ხოლმე და არა განკურნებას.

სიმსივნესთან საბრძოლველად ხშირად გამოიყენებენ ქიმიოთერაპიას, მაგრამ არსებობს ალტერნატიული მეთოდებიც, რომლებიც კარგ შედეგს იძლევიან. მკურნალობის ძირითადი კურსის ჩანაცვლება ამ მეთოდებით რეკომენდებული არაა, მაგრამ შეგიძლიათ ძირითადი კურსის პარალელურად ალტერნატიული მეთოდიც მოსინჯოთ.

image

კვლევებმა უჩვენეს, რომ ბაბუაწვერას ფესვი უფრო ეფექტურადაც კი მოქმედებს, ვიდრე ქიმიოთერაპია, რადგან ეს უკანასკნელი ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს, მაშინ როცა ბაბუაწვერას ფესვის ნაყენი მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ.

თავდაპირველად, კვლევები კანადაში, უინძორის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩატარდა. კვლევის შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის. აღმოჩნდა, რომ ბაბუაწვერას ფესვი ეფექტურად ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს და არ იწვევს მავნე გვერდით ეფექტებს სხვა ჯანმრთელ უჯრედებში.

ლაბორატორიულ ტესტებში ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი სიმსივნური უჯრედების 98%-ს ანადგურებს 48 საათში. შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი ეფექტურად მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კიბოს, პროსტატას კიბოს, ლეიკემიის, სარძევე ჯირკვლების კიბოს, ღვიძლის კიბოსა და ფილტვის ყველა სახის კიბოს შემთხვევებისას.

image

ზაფხულზე უმჯობესია ნედლი ფესვი გამოიყენოთ, ზამთრისთვის კი-გააშროთ და ისე შეინახოთ. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალზე ნედლი ფესვი 2 ს.კ დაქუცმაცებული სახით უნდა აიღოთ, გამომშრალი კი-1 ს.კ.

ნაყენის მოსამზადებლად, ერთ ჭიქა ადუღებულ და შემდეგ 40-45 გრადუსამდე გაციებულ წყალში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ფესვი. დააფარეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე 15-30 წთ-ით ადრე.

გვირილას ფესვის ნაყენიც ასევე კარგად წმენდს სისხლძარღვებს, გამოდევნის ჰელმინთებს და აძლიერებს იმუნიტეტს.


გასახმობად-ბაბუაწვერას ფესვს ან ადრე გაზაფხულზე ამზადებენ -აპრილში, მაისის დასაწყისში, ან შემოდგომით-სექტემბრის ბოლოსკენ.

თუ ფესვს გაზაფხულზე აგროვებთ, უმჯობესია ეს მცენარის ყვავილობამდე გააკეთოთ. სამკურნალოდ მსხვილი ფესვი გამოგადგებათ, რომელიც გვერდითი პატარა განშტოებებისგან უნდა გაასუფთაოთ.

რამდენიმე დღე გამოაშრეთ, შემდეგ გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და გამოაშრეთ ან სპეციალურ საშრობში ან ქაღალდზე გაშალეთ და ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომელიც კარგად ნიავდება. ორივე შემთხვევაში, შრობის ტემპერატურა 40 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

ქალაქში ან გზისპირებზე შეგროვება არ შეიძლება, რადგან ამ ადგილებში მცენარე მანქანების გამონაბოლქვით და მავნე ნივთიერებებითაა დაბინძურებული.

image

უკუჩვენება:

არ შეიძლება ნაყენის მიღება ნაღვლის სადინარების საცობის, კუჭის წყლულოვანი დაავადებების დროს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვითარდება გულისრევა, დიარეა.

ნაყენის მიღება არ შეიძლება ლაქტაციის დროს.

შესაძლოა ინდივიდუალური შეუთავსებლობა. ამიტომ, სანამ მითითებულ დოზას დალევთ, მიიღეთ ამ დოზის კიდევ 1/3, თუ გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება განვითარდა, ნაყენის დალევა გეკრძალებათ.


0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0