x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
განო მელითაური „დედამიწაზე გავლით იყო“, „აპრილის ცხელი იასამნებით მოგიფენ საფლავს“
image


მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებდან 3 წელი გავიდა. კოტე თოლორდავას ქვრივი განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:


"აპრილის ცხელი იასამნებით მოგიფენ საფლავს. უკანასკნელად მოგიძღვნი ჩემს თავს. გადაგაფარებ უმზეო საბანს.....

სევდის ბურთებად დაგაგორებ მტყუანს და მართალს. იასამნისფრად გარდავიცვლებით..."



დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ .
რჩეულები ფარვანებს ჰგვანან.. სულერთია ახსოვთ თუ არა .პირობითია საჯარო დატირება, გლოვა და სტატუსები! სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას...
იქ, სადაც ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს ! ბედნიერი ვარ რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს, რომელიმე მზის ან გალაქტიკის მემილიონე განზომილებაში უკვე სახეცვლილები და დაბრძენებულები აუცილებლად შევხვდებით დანკო.


image

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0