x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80769
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
რჩევები ღვინის და სპორტის მოყვარულებს - როგორ შევარჩიოთ ღვინო სპორტის სხვადასხვა სახეობის მიხედვით

imageსაყოველთაოდ აღიარებულია, რომ ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ლუდის მოყვარულთა თამაშად ითვლება. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ღვინის მოყვარულთა კავშირის წევრები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სახალისო სტატია გაავრცელეს, სადაც არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სპორტის თითქმის ყველა სახეობის ღვინოსთან "შეხამებაზე" საუბრობენ.

ისინი ფიქრობენ, რომ რადგან საფეხბურთო ჩემპიონატების უმრავლესობა შემოდგომაზე იწყება და ეს პერიოდი წითელი ღვინის სეზონია, ფეხბურთთან იდეალურ წყვილს სწორედ წითელი ღვინოები შექმნის. განსაკუთრებით კი სხეულიანი წითელი ღვინოები, როგორიცაა: ფრანგული კაბერნე "სოვინიონი", შირაზი, მალბეკი და სხვა... ასეთ ღვინოებს, ყველაზე კარგად ნაკვერჩხალზე მომზადებული ღორის სტეიკი შეეხამება.

imageკალათბურთი სპორტის ურბანული სახეობაა. როგორც ცნობილია, სპორტის ამ სახეობაში თავგამოჩენილი ვარსკვლავები, როგორც წესი, დიდ ქალაქებში იბადებიან და იზრდებიან. ამიტომ, კალათბურთს ყველაზე მეტად, დიდ ქალაქებში პოპულარული, ცქრიალა ღვინოები/შამპანურები უხდება. განსაკუთრებით კი, ვარდისფერი ცქრიალა და თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინოები.

განაგრძეთ კითხვა


0
17
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0