x
მეტი
  • 22.04.2018
  • სტატია:76292
  • ვიდეო:328950
  • სურათი:432490
მხოლოდ ერთ ფოთოლს შეუძლია გადაგარჩინოთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ!

image



ჩვენ ბაბუაწვერას ხშირად სარეველად მივიჩნევთ. საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებისთვის გვირგვინებს აკეთებენ ან სხვა გართობისთვის იყენებენ. შესაძლოა, გაოცებული დარჩეთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მას ყვითელ ჟენ-შენს უწოდებენ, რადგან მას ნამდვილი სასიცოცხლო ფესვებზე არანაკლები სასარგებლო თვისებები აქვს. ბაბუაწვერას მთელ პლანტაციებს აშენებენ, შემდეგ კი მას სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით იყენებენ.



image


სალათები, სასარგებლო ჯემი, სამკურნალო ღვინო, კონსერვი - ეს სრული სია არ არის, თუ ამ უბრალო ბაბუაწვერისგან რისი გაკეთება შეიძლება. რით არის სასარგებლო მცენარე ჯანმრთელობისთვის და მისგან რა შეიძლება გავაკეთოთ.

ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებები

  • კურნავს სახსრებს და ჭრილობებს აშუშებს.

  • სასარგებლოს მონელებისთვის: მადა ნორმაში მოჰყავს და მეტაბოლიზმს აუმჯობესებს.

  • თუ ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, ნერვული ოვერექცია გაქვთ - ბაბუაწვერა დაგეხმარებათ.

  • სხეულიდან შხამი და ტოქსინები გამოჰყავს, მედიკამენტების უაზრო გამოყენების შედეგებს შლის;

  • ბაბუაწვერას ნაღვლმდენი, ანტიჰელმინტური და მსუბუქი ლაქატიური თვისებები გააჩნია.

  • მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სპილენძი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, მანგანუმი, A, C ვიტამინი, ასევე B ჯგუფის ვიტამინები - აქ დიდი რაოდენობით გვხვდება.

  • ბაბუაწვერა კანის ზედაპირს ასწორებს და სახის ფერს აუმჯობესებს, ნაოჭებს აქრობს.



ყვავილების და ფოთლების შეკრების საუკეთესო დროა - გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. ფესვებს აგვისტოში, სექტემბერში ან ადრეულ გაზაფხულზე, ყველაზე ბოლოს აპრილი, მაისის დასაწყისში იძენენ. ეს დრო არ გამოგრჩეთ.




image



ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებები

  • ანემიის მკურნალობა
    3 ს/კ ბაბუაწვერას ყვავილები და 3 ს/კ პულმონარიას ბალახები აურიეთ. 2 ს/კ ჭინჭარი და 1 ს/კ აბზინდა დაუმატეთ. 1 ლიტრა მდუღარე წყალი დაასხით/ დალიეთ დღეში 6-ჯერ 50 მლ.

image



  • შეკრულობის და მუცლის შებერილობის დროს
    1 ჩ/კ ბაბუაწვერას ყვავილებს ერთი ჭიქა წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. გააჩერეთ ნახევარი საათით. დღეში 3-4-ჯერ 1 სუფრის კოვზი დალიეთ.


image



  • ჰორმონალური დისბალანსის დროს
    3 ლიტრიანი ქილა ბაბუაწვერას ყვავილებით აავსეთ, დაუმატეთ 1 კგ შაქარი, აურიეთ. გააჩერეთ 3 კვირა, შემდეგ გადაწურეთ. 1-2 ს/კ მიღებული ელექსირი ჩაიში შაქრის ნაცვლად დაამატეთ.


image



  • კანის დაავადებების დროს
    1 ს/კ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს მდუღარე წყალი დაასხით, აადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, გააცივეთ და გადაწურეთ. დალიეთ თბილი სახით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.


image



  • თმის ნიღაბი
    200 მლ მდუღარე წყალი 1 ს/კ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს დაასხით. ხსნარი თმის ძირებში შეიზილეთ და მთელ სიგრძეზე წაისვით. თავზე პირსახოცი დაიფარეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი დაიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმას კარგად აძლიერებს.



image



  • ბაბუაწვერას მურაბა
    ბაბუაწვერას 500 გაუშლელი ყვავილები შეაგროვეთ. კარგად გარეცხეთ და ერთი დღით ცივ წყალში ჩალბოლი დატოვეთ. უმჯობესია, თუ წყალს რამდენჯერმე გამოცლით ასე სიმწარე გამოუვა. დროის გასვლის შემდეგ წყალი გადაასხით, დაუმატეთ 1 ლ ცივი წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ, ყვავილები კარგად გაწურეთ. დაუმატეთ 1 კჰ შაქარი, 2 ლიმონის წვენი. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით ადუღეთ. გააგრილეთ და ქილებში ჩაასხით.
    მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი საშუალება. იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნამცხვრებში ან ბლინებისთვის გამოიყენოთ. გემოთი თაფლს მოგაგონებთ.


image



გისურვებთ ჯანმრთელობას


2
456
6-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
456
  
11 აპრილი, 16:02
შენ არ ხუმრობ ძმაო, წარმატებები...
0 1 2