x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ვინ იყო ალკეოსი და რატომ გააძევეს იგი კუნძულ ლესბოსიდან?
ძველი ბერძნული ლირიკული პოეზიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით პოეტებს, რომელთა მუსუკალუტი და ლიტერატურული ცენტრი იყო კუნძულ ლესბოსძე. ლესბოსელმა პოეტებმა შეუწყვეს ხელი ლირიკის აღმავლობას.image

ლირიკის წარმომადგენლები იყვნენ ალკეოსი და საპფო, თუმცა მათი პოეზიის თემატიკა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საპფოს ლექსებში ქალური იდეალები აისახა, ალკეოსმა კი ჭეშმარიტი მოქალაქის და მებრძოლი პოეტის სახელი დაიმკვიდრა.

ალკეოსი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ლესბოსზე იყო შინაგანი მტრობა. ერთმანეთს დაუპირისპირდა არისტოკრატია და ტირანია. ტირანიამ გაიმარჯვა. ალკეოსი მოუწოდებდა ხალხს ებრძოლათ ტირანიის წინააღმდეგ, თავად კი ძმებთან ერთად მონაწილეობდა შეთქმულებაში ტირანიის წინააღმდეგ, თუმცა შეთქმულება გასცეს და ალკეოსი ძმებთან ერთად გაეშურა მეზობელ ქალაქში, რაღაც დროის შემდეგ იგი ძმებთან ერთად მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, თუმცა იქიდან გააძევეს და ეგვიპტეში გადაიხვეწა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მალევე შეიწყალეს და სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს.image

ალკეოსის ცხოვრების თარიღი დაუდგენელია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოღვაწეობის ხანას წარმოადგენს VI საუკუნის I ნახევარი . მისი შემიქმედება იმდენად მდიდარი ყიფილა, რომ ალექსანდრიელ პოეტებს ძვ.წ III საუკუნეში ათ წიგნად გამოუციათ, თუმცა მისი შემოქმედენის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე.


შემოქმედების ის ნაწილი, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე გვისაბუთებს იმ აზრს, რომ ალკეოსის პოეზიაში გამოხატულია სულის განწყობა.

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0