x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთში გაიმართება 25 წლის გოგონას სასამართლო,რომელმაც დედის და მცირეწლოვანი და-ძმის მკვლელობა შეუკვეთა
image
მოსკოვის შემოგარენში გაასამართლებენ 25 წლის დარია პერევერზევას(дарья переверзева) რომელმაც საკუთარი ნათესავების მკვლელობა მოაწყო და თან პოლიციას არწმუნებდა, რომ მათ ბინაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.


ეს ისტორია კი 2014 წლის 8 სექტემბერს დაიწყო იმით, რომ პოლიციას და სახანძროს გამოძახება ჰქონდა ქალაქ ხიმკში, მოსკოვის გარეუბანში, სადაც ხანძრის შემდეგ ფერფლში აღმოაჩინეს ოთხი გვამი:43 წლის ქალბატონი, "Роснефти"-ის თანამშრომელი, 12 წლის მოზარდი და სამი წლის ტყუპები.ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩაქრობას 4 საათი დასჭირდა და მეხანძრეებს ავიაციის დახმარებაც კი დასჭირდათ.

image

გამოძიების დროს ექსპერტიზამ უამრავი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოჯახის წევრები წინასწარ დახოცეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს.


image

მალე გამოძიებისთვის ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, დარია პერევერზევა დაზარალებულიდან ეჭვმიტანილად იქცა, თუმცა გოგონამ 2016 წელს ტაილანდში გაქცევა მოასწრო, მასზე გამოცხადდა ფედერალური ძებნა, მკვლელობის შემსრულებელი კი, დარიას შეყვარებული დიმიტრი კოლესნიკოვი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

image

უცხოეთში გაქცეული დარია მოულოდნელად თავად დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც იგი სამართალდამცავებმა აიყვანეს.

მოსკოვის საოლქო სასამართლოში 9 აპრილს გაიმართა პირველი სხდომა, 13 აპრილს დანიშნულია განმეორებითი ღია სასამართლო მოსმენა, სადაც როგორც პროკურორი პაველ შილენკოვი აცხადებს, გადაწყდება რა განაჩენი ელის ბრალდებულს.


გამოძიება დარია პერევერზევას მხრიდან ასეთი სასტიკ ქმედებისთვის ორ ძირითად მოტივს ხედავს: ეს არის ქონება, დედა და ბაბუა საკმაოდ შემოსავლიან სამსახურში მუშაობდნენ(ნავთობკომპანია), სადაც მათი ქონება რამდენიმე მილიონი რუბლით განისაზღვრებოდა და მეორეც, დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო უფროსი ქალიშვილის, დარიას და დიმიტრი კოლესნიკოვის ურთიერთობაზე.

image

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
1025
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0