x
image
WhiteBlack
სექსის სკოლა გაიხსნა(AUSTRIAN INTERNATIONAL SCHOOL OF SEX)

image
თუ თქვენ თვლით, რომ არ გაქვთ სექსუალური პრობლემები, მაგრამ გამოცდილება გაკლიათ, ჩვენ გვაქვს კარგი სიახლე.ქალაქ ვენაში გაიხსნა ავსტრიული საერთაშორისო სექსის სკოლა.(AISOS) - Austrian International School Of Sex.
imageსკოლის დირექტორმა, ილვა მარია ტომპსონმა განაცხადა, რომ მისი სკოლა ხალხს ასწავლის, თუ როგორ გააუმჯობესონ სიყვარულის ხელოვნება.ის ამტკიცებს, რომ ხალხი ხარჯავს დროსა და ფულს კუნთების ვარჯიშზე, ფიტნესზე, სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლაზე და ა.შ. მაგრამ არავინ არ უთმობს ცოტა დროს მაინც იმის შესწავლას ან თუნდაც დონის ამაღლებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში - სექსი.
ამ დროისთვის სკოლაში დაგეგმილია თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. თეორიულ ნაწილში შევა ისეთი კურსები, როგორებიცაა: სექსის ისტორია და თანამედროვე სექსუალური თეორიები. მაგრამ პრაქტიკულად მთელი კურსი დათმობილი ექნება სწორედ, რომ პრაქტიკას. სემესტრი მოიცავს ხუთ მთავარ და სამ ინტენსიურ კურსს.
image
სწავლების ფასი შეადგენს 1.400 ევროს ან 1.850 ამერიკულ დოლარს.
პირველი კურსი იწყება იანვარში.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯგუფები ყოველთვის სავსეა.
საიტის ინფორმაციით(www.aisos.at) საერთაშორისო სექსის სკოლაში გაკვეთილები ჩატარდება XVIII საუკუნის სასახლეში. რომელიცimage
განთავსებულია ვენიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე. სასახლე გაარემონტეს და დააყენეს თანამედროვე აპარატურა. იგი ყველანაირ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

0
538
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0