x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
დიდი ლიტერატურული საღამო - გორს მწერლები ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან

image

14 აპრილს „ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში გორს თანამედროვე ქართველი მწერლები, ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან და მკითხველს შეხვდებიან. “ბიბლუსისა“ და გამომცემლობა „დიოგენეს“ ამ ერთობლივ ღონისძიებაზე მწერლები ისაუბრებენ საკუთარ შემოქმედებაზე, უპასუხებენ სტუმრების შეკითხვებს და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მათგან მიიღონ ავტოგრაფი. აღსანიშნავია, რომ საღამოს განმავლობაში ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ და ირმა ტაველიძის 2 წიგნი: „აღმოსავლეთის გამოგონება“ და „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, რაც მკითხველს მისცემს დამატებით საშუალებას კიდევ უფრო უკეთესად გაეცნონ მათ შემოქმედებას.

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 10 წლის ხდება და ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავ სიახლესა და საინტერესო პროექტს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. დიდი ლიტერატურული ტურნეც სწორედ ამ სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა მწერალი უკვე შეხვდა მკითხველს გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტურნეს მიზანია ერთი მხრივ თანამედროვე ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონებში მცხოვრები მკითხველისთვის დამატებითი საშუალების მიცემა, რომ შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია თანამედროვე ქართული მწერლობის შესახებ.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ტურნეში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართველ მწერალსა და გამომცემლობას. გათვალისწინებულია თავად მომხმარებლის აზრიც, თუ რომელ რეგიონში განსაკუთრებულად რომელ მწერალთან სურთ შეხვედრა. როგორც აღმოჩნდა, ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე გორში მცხოვრებ მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. მათთან შეხვედრა 14 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება ლიტერატურულ კაფე „READ CAFÉ”-ში, რომელიც გორში, სტალინის #10-ში მდებარეობს.




0
5
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0