x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81730
  • ვიდეო:333790
  • სურათი:438913
ყველაზე მებრძოლი ზოდიაქოს ნიშნები,რომლებთან დაპირისპირებაც არ ღირს

image


მტრობა და შური სიცოცხლეს ამოკლებს, ბრაზი, ან ბოღმა კი ყველაზე საშიშ ონკოლოგიურ დაავადებაზე უფრო საშიშია ნებისმიერი ადამიანისთვის.

თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ბრძოლა პროფესიულ თუ პირად ურთიერთობაში ჩვეულებრივი რამაა. ამასთან ერთად, ბევრ მათგანს კონკურენციის გაწევის ხელოვნება ლამის ხასიათში აქვს გადასული და იბრძვის იქაც, სადაც სულაც არ არის საჭირო ბრძოლა. შესაბამისად, თუ თქვენ როგორც იტყვიან, "ორი თავი არ გაქვთ" არ გირჩევთ ქვემოთ ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებთან გადაკვეთას ან დაპირისპირებას.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მართვას მუდმივი ბრძოლის ჟინს და შემართებას უზრუნველჰყოფს ამ ადამიანების ხასიათში. ამიტომ უკონკურენტო, ან დაბალკონკურენტუნარიანი გარემო ვერძისთვის მოსაწყენი და უინტერესოა. იგი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ უჭირს სტრატეგიული დაგეგმვისას. ამიტომ ხშირად ბევრად უფრო სუსტი და გონებრივად გამჭრიახი ხალხი უგებს ჭკუაში. თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვერძმა ეს გააცნობიეროს, მერე ვაი ამ "გამარჯვებულს".

ლომი - ლიდერული სულის, ამაყი და თავმოყვარე ინდივიდია. მას მოსწონს უფროსობა, მოსწონს მართვა და დომინირება. რაც ყველაზე მთავარია, ეს მას შესანიშნავად გამოსდის. თუმცა, ხშირად ვერ იტანს კონკურენტებს და მაქსიმალურად ცდილობს მის სიახლოვეს უფრო მცოდნე, კომპეტენტური ან გამოცდილი ადამიანები ნაკლებად გააჭაჭანოს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ლომს მეფის სავარძელში შეეცილეთ, მერწმუნეთ, მალე დაემშვიდობებით არამხოლოდ სამსახურს არამედ რეპუტაციას და ნდობას საზოგადოების მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ. ამ ყველაფერს კი ლომი უზრუნველჰყოფს ოსტატურად.

მორიელი - ყველაზე საშიში მტერი და იშვიათი საიმედო მეგობარია. თუმცა, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი და თქვენი ინტერესები მკვეთრად არ გადაიკვეთება. მორიელი ფრთხილი, ჭკვიანი, ინტუიციური და წინდახედულია. ფაქტობრივად "ეშმაკზე ერთი დღით ადრეა დაბადებული". ამიტომ, თუკი ისე მოხდა, რომ მიზანში ამოგიღოთ და არ მოეწონეთ, მერწმუნეთ თქვენგან შეუმჩნევლად და მუდამ ეყოლებით "რენტგენზე გაყვანილი". ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ღიად გაბედეთ მასთან დაპირისპირება ... არა, არა ხმაურიან სკანდალს და კონფლიქტს ამაოდ დაელოდებით. სამაგიეროდ, სწორედ მაშინ, როცა თქვენ ეს წყენა აღარც კი გემახსოვრებათ, მოულოდნელად გადაგიხდით იგი სამაგიეროს.

3
327
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
327
  
11 აპრილი, 22:24
შესაძლოა, მოგეხსენებათ ეს ზუსტი მედცნიერება არაა... :)
11 აპრილი, 20:13
ჩემს შემთხვევაში ლომი არ ემთხვევა,არც უფროსობა მიყვარს და კონკურენტებზე არ მაქვს გართულება.:D
10 აპრილი, 23:37
მორიელზე ნამდვილად ემთხვევა, საიმედოც ვარ და ერთგულიც, მაგრამ ღალატს და დაუმსახურებელ წყენას არ ვივიწყებ არასოდეს...
0 1 3