x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მარტივად პოულობენ ცხოვრებაში ბედნიერებას
image
ადამიანებს, გარკვეული პრიორიტეტები გააჩნიათ ცხოვრებაში - ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ბედნიერება. ზოგიერთისთვის ის ფინანსური სტაბილურობაა, ზოგისთვის კი ოჯახის წევრების და ახლობლების კარგად ყოფნა. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ხშირად, მცირედით კმაყოფილდება და არ დაეძებს რაღაც უფრო მეტს, აწუხებს ამბიციები და ვერასოდეს კმაყოფილდება იმით, რაც გაააჩნია.

ასე გამოიყურება ოპტიმისტი, ლაღი და ცხოვრების საუკეთესო კუთხით მხედველი ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო სამეული:

ვერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა, ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრს, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გაიტანოს გოლი. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის ჟინი ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.

მშვილდოსანი - ბედის ნებიერა, ქუდბედიანი და ხუმარაა. რომ არა იუმორის ამხელა დოზა, მშვილდოსანს რა ეშველებოდა? ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს იხუმროს ყველაფერზე, მათ შორის კი საკუთარ თავზე. ცუდი განწყობა მშვილდოსნისთვის წამიერია; მართალია, ზოგჯერ სევდაც დარევს ხოლმე ხელს, მაგრამ რეალურად, ძალზე მარტივად გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან თუკი დაინახა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჭირდება გარშემო მისი სიყვარული და თანადგომა. მშვილდოსნებს დაუღალავად სჯერათ უკეთესის, ამიტომ მუდმივად მიიწევენ წინ და იშვიათად იხედებიან უკან წარსულისკენ, თუნდაც ეს წარსული შეცდომებით იყოს სავსე.

მერწყული - ჰუმანური, მომავლისკენ ორიენტირებული და კრეატიული ნიშანია. მისთვის მარტივია ყოველდღიური, ბანალური წვრილმანების დავიწყება რაიმე დიდი იდეის სანაცვლოდ. მერწყული უკონფლიქტოა, ეს თვისებაც აძლევს ძალას, რომ ოპტიმისტურად აღიქვას ადამიანები, მუდმივად დაინახოს მათში კარგი და ნაკლებად გაკიცხოს ისინი ცუდი თვისებების გამო. ამ ხალხს საოცარი მეგობრობა შეუძლია, ამიტომ თუკი არსებობს მეგობრული გარემო, ახალი იდეები და თემები, რომელიც მსჯელობას და ოცნებას მოითხოვს მერწყული ჭიქა ყავისა და სიგარეტის ამარაც ძალზე ბედნიერი იქნება ყოველთვის.
3
71
7-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
71
  
2018, 11 აპრილი, 20:29
არ ვიცი ხვალ რა მოხდება, ამიტომ ძალიან სამომავლო გეგმების დაწყობა არ მიყვარს, იმედგაცრუებას ვერ ვეგუები ხოლმე :))) მირჩევნია წინასწარ არაფერი დავგეგმო :)
2018, 11 აპრილი, 20:11
ნეტა რატო :)))
2018, 11 აპრილი, 8:20
საერთოდ არ ვარ მებრძოლი და არც რწმენით განწყობილი მომავალზე :)
0 1 3