x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილები, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებულები

image

როცა საქმე ძალიან ცნობილ, მდიდარ და გავლენიან ადამიანებს ეხება, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინიც ისეთივეები არინ, როგორიც ჩვენ. ამის წარმოდგენა ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საქმე თავისუფალი დროის გამოყენებას ეთმობა, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავის უდიდესი ნაწილი ისევე ერთობა, როგორც მრავალი გარშემომყოფი. მაგალითისთვის, შეგვიძლია ხელსაქმე განვიხილოთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ცნობილი სახეები უდიდეს მოთმინებას აქსოვენ ამ პროცესში. შეუძლიათ შეიძინონ ყველაფერი, რასაც კი მოინდომებენ, თუმცა კარგად ხვდებიან საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფასს და ხელოვნების ნიმუშებს თავადვე ქმნიან.

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა პოპ მომღერალია, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მსმენელში. 10 გრემის მფლობელ ტეილორს არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების გარდა, საკმაოდ კარგი ფანტაზია აქვს და მონდომებული კრაფტერია.


სწორედ მაქვს ეკუთვნის ეს ლამაზი სურათი, რომელიც მეგობარს, ასევე ცნობილ მომღერალს ედ შერანს აჩუქა.

ნაქარგზე მათი კარიკატურები და დრეიკის ცნობილი ფრაზაა გამოსახული, რომელიც მათი მეგობრობის ქრონოლოგიას ზუსტად ასახავს: ”ფსკერიდან დავიწყეთ და ახლა აქ ვართ”.


image

დევიდ ბექჰემი

ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, რომ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი საკმაოდ წარმატებული და მონდომებული კრაფტერია. თუ მის ოჯახს დავუჯერებთ, რაც უნდა მოულოდნელი და გასაკვირი იყოს, დევიდი უმცროსი ქალიშვილის, ჰარპერის თოჯინებისთვის ხშირად კერავს ტანსაცმელს. რაც შეეხება ფოტოს, ბეკჰემი თიხის ფიგურებს ამზადებს შვილებთან ერთად. დევიდი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ხელნაკეთი ნივთების კეთება ხშირად ეხმარება მშობლებს შვილებთან კომუნიკაციაში და მსგავსი ტიპის აქტივობებში ყოველთვის მონაწილეობს.


image



მაილი საირუსი

ხშირად ადამიანები კრაფტით იმიტომ ინტერესდებიან, რომ ცდილობენ, გამოხატონ საკუთარი შინაგანი სამყარო და იყვნენ ყველასგან განსხვავებულები, არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. ეს განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა მაშინ, როდესაც საკმაოდ ცნობილი პოპ–მომღერალი და ბევრი თინეიჯერის როლური მოდელი ხარ. ყველას ახსოვს მაილი საირუსი, რომელმაც უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა და იმიჯს იმდენად სწრაფად იცვლიდა, პუბლიკას გაოგნებულს ტოვებდა. ფანების ნაწილმა არც კი იცის, რომ ახალგაზრდა ვარკვლავი აქსესუარების დიდ ნაწილს საკუთარი ხელით აკეთებს და ამაში ძალიან დიდ დროსა და მოთმინებას აქსოვს.


image

ფოტოზე გამოსახულია მაილის სამუშაო გარემო, რომელიც ყველა კრაფტერის საოცნებო ადგილია და ის სამაჯურები, რომლებიც კონცერტისთვის საკუთარი ხელით დაამზადა.

სარა ჯესიკა პარკერი

„სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი შალის ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანია. სარას გარდერობი უამრავი ჟაკეტისა თუ სვიტერისგან შედგება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათი ნაწილი თავად მსახიობმა მოქსოვა. სწორედ ქსოვით გაჰყავს დრო გადასაღებ მოედანზე შესვენებისას, რასაც ფოტოც ადასტურებს.


image

მათთვის, ვისაც სურს, რომ საკუთარი ცხოვრება ცოტათი მაინც დაამსგავსოს ვარსკვავებისას, ასეთი ნაყოფიერი ჰობის არჩევა საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა. კრაფტერებისთვის უკვე ჩვენს ქვეყანაშიც მოიძებნება სპეციალური მაღაზიები, სადაც ყველა ის ნივთი იყიდება, რომელიც ამ საქმიანობას გაგიადვილებთ. განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ”ბიბლუსი გალერეაა”, სადაც კრაფტის ოსტატები დაგეხმარებიან ხელნაკეთი ნივთებისთვის საჭირო აქსესუარების შერჩევაში და კვალიფიციურ რჩევებს მოგცემენ. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი თქვენს შვილებსაც შეასწავლიან კრაფტის კეთებას და დაეხმარებიან ნებისყოფის გამომუშავებაში.


0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0