x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველოს "UNWTO"-ს ხელმძღვანელის მიერ მესი ტურიზმის ელჩად დაინიშნა
imageგაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, "ბარსელონას" ფეხბურთელი, ლიონელ მესი დანიშნა "ბარსელონაში" "კამპ ნოუზე" ტურიზმის ელჩად "ბარსელონა" "ლეგანესის" მატჩის შემდგომ.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ისტორიაში ხუთი "Ballons d'Or" მოიგო - პირველი ოთხი მოიგო ზედიზედ - და ოთხი "European Golden Shoes".

"მესი არის უნიკალური სპორტსმენი და მაგალითი იმისა, თუ როგორ გააძლიერებს და როგორ გამოიღებს მუდმივი მუშაობა კარგ შედეგებს. ეს არის დიდი პატივი, რომ მესი გაწევრიანდა "UNWTO"-ს სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად, დადებითი ფასეულობების და სარგებლის დაწესებაში, რაც ტურიზმის სფეროა" - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მესი შეუერთდა "ფერნანდო ჰიეროს" და "ვიცენტ დელ ბოსკეს", როგორც საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ასახავდნენ სპორტისა და ტურიზმის ერთობას და საზოგადოებაში ტურიზმის გარდაქმნას უწყობდნენ ხელს.


"ჩემი მოგზაურობის დროს მე მქონდა საშუალება გავცნობოდი სხვა კულტურებსა და საზოგადოებებს, ასევე ახალ გზებს მსოფლიოს უკეთ დასანახად და ეს ძალიან გამამხნევებელია", განაცხადა მესიმ: "მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, მუშაობს იმისათვის, რომ ტურიზმი იყოს განვითარების წყარო და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ტურიზმის ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება".

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0