x
image
გიო თუთიაშვილი
ინდური "ოქროს ნიღაბი" – მოვლილი და ჯანმრთელი კანის საიდუმლო!

image



სილამაზე – დიდი ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი უძველესი სილამაზის საიდუმლოებები ვიცით. ბევრს დაკარგავთ, თუ ამ "ოქროს ნიღბის" ძალას საკუთარ თავზე არ გამოცდით.

ნიღაბს არ აქვს უკუჩვენებები. ის აუმჯობესებს კანის ფერს, კურნავს ანთებით პროცესებს, ასუფთავსებს კანს გამონაყარისგან. ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ შესამჩნევია. "ოქროს ნიღბის" მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. ინდოეთში კურკუმა ათასწლეულებია, რაც გამოიყენება კოსმეტიკაში. "ჰალდი" – ეს ტრადიციული ინდური სილამაზის რიტუალია, სადაც პატარძლისთვის კურკუმისგან სპეციალურ პასტას ამზადებენ, რათა ქორწილში მისი კანი უნაკლო ყოფილიყო.


გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა ამცირებს მელანინის გამოყოფას და აცილებს ზედმეტ, არასასურველ თმას. პრობლემური კანისთვის განკუთვნილი სხვა აგრესიული კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, კურკუმას ნიღაბს არ აქვს უკუჩვენებები, ისეთები, როგორებიც არის გაუწყლოვანება და წვა.
ეს ნიღაბი, ასევე, ამცირებს ნაოჭებს, საოცრებებს ახდენს მშრალ კანზე.

ინდური "ოქროს ნიღაბი"

კურკუმა და იოგურტი – ამ ნიღბის მთავარი ინგრედიენტებია. თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე თაფლი, ახალგამოწურული ბოსტნეულის ან ხილის წვენი, ეთერზეთები, ალოე ვერა და დაფქული ბურღულეული. ნუ შეგაშინებთ სანელებლის ასეთი მკვეთრი ფერი. თუკი პროპორციებს დაიცავთ, კანს უსიამოვნო ყვითელი ფერი არ მიენიჭება.

1. ნორმალური და კომბინირებული კანისთვის დაგჭირდებათ:
1/2 ჩ/კ კურკუმა;
1 ჩ/კ იოგურტი;
რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

გამოყენება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაიდეთ ნიღაბი სუფთა კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

2. ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის:

1/2 ჩ/კ კურკუმა;
1/2 ჩ/კ მუქი თაფლი (წაბლის);
რამდენიმე წვეთი ალოე ვერას გელი;
1 ჭიქა შრატი ან კეფირი.

გამოყენება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

3. მშრალი და ასაკოვანი კანისთვის:

1/2 ჩ/კ კურკუმა;
1 ჩ/კ იოგურტი;
1/2 ჩ/კ ზეთი (არგანის, ქოქოსის ან ზეითუნის).

გამოყენება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით სუფთა კანზე, გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
"ოქროს ნიღბის" გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.


0
89
6-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0