x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქერის ბურღულის (პერლოვკის) 3 სახის დიეტა: 5 დღიანი, 7დღიანი და თავისუფალი (+ რეცეპტები)

ქერი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. "პერლოვკის" ფაფას სილამაზის ფაფასაც ეძახიან, რადგან მხოლოდ ეს ბურღული შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, მათ შორის - ლიზინს. ეს ამინომჟავა კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელიც, როგორც ცნობილია, კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს და იცავს დანაოჭებისგან. გარდა ამისა, ლიზინი გულის კუნთებს აძლიერებს და იმუნიტეტს ამაღლებს. ასევე, "პერლოვკა" დიდი რაოდენობით შეიცავს: А, D, РР, Е და В ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს და მინერალებს (კალციუმი, რკონა, იოდი, სპილენძი, ფოსფორი).

ქერის ბურღული შეიცავს ანტიბაქტერიულ ნივთიერებას – გორდეცინს, რომელიც მედიცინაში სოკოს სამკურნალოდ გამოიყენება.

"პერლოვკის" რეგულარულად მოხმარება მხოლოდ ლამაზი კანის გარანტია კი არა, ჭარბი წონისგან გათავისუფლების გარანტიაც არის! ის დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 109 კკალ) და მისი მოხმარება ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. ბურღული სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ადამიანს დიდი ხნის მანძილზე არ აწუხებს შიმშილის გრძნობა.


image


ქერის ფაფის მომზადების 2 წესი:


1. მოხარშვის წინ ბურღული კარგად უნდა გაირეცხოს. ამისთვის, ჩაყარეთ ის ღრმა თასში, დაასხით წყალი და ხელით ურიეთ. ჭუჭყიანი წყალი გადაღვარეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, ვიდრე წყალი სუფთა და გამჭვირვალე არ იქნება;

შენიშვნა: "პერლოვკის" მოხარშვა რეკომენდებულია დიდი ზომის ქვაბში, რადგან ხარშვის დროს, მისი მოცულობა 5-ჯერ იზრდება.

2. ვიდრე ქერის ბურღულს მოხარშავთ, საჭიროა მისი დალბობა, ემალირებულ ან მინის ჭურჭელში: საღამოს 200 გრ. ბურღულს დაასხით 1 ლ. წყალი და დილამდე გააჩერეთ ან შეგიძლიათ, 200 გრ. ბურღულს დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი და 1-2 სთ-ს შემდეგ მოხარშოთ.

დიეტის დაცვის დროს, ორივე წესი გამოგადგებათ. ღამე დამბალი ბურღულით შეგიძლიათ საუზმე მოიმზადოთ. ხოლო მეორე წესი, – სადილის მომზადებისას გამოიყენოთ.

3. დამბალი ბურღულის წყალი გადაწურეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 2 - 3 ჭიქა (600-900 მლ.) წყალი. რომ ადუღდება, მოხარშეთ (40-45 წთ) დაბალ ცეცხლზე.

4. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, სახურავი კარგად დაახურეთ და გააჩერეთ 10 წთ.


დიეტა № 1 (5 დღე)


ის გულისხმობს ქერის ბურთულის დღეში 3 - 5-ჯერ მიღებას. ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მარილის და სუნელების დამატება. ულუფის სიდიდე შეზღუდული არ არის. დღის მანძილზე უნდა დალიოთ 1, 5 – 2 ლ. წყალი. ძილის წინ, შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭ. უცხიმო კეფირი.


დიეტა № 2 (7 დღე)


დიეტა ისეთი მკაცრი არ არის, როგორც I დიეტა. ის "პერლოვკის" ფაფაში ხილის და ბოსტნეულის დამატების საშუალებას იძლევა. ასევე, შეგიძლიათ, მიირთვათ უცხიმო ხორცი, თევზი და ხაჭო.

მაგ., დღის მენიუ შეიძლება ასეთი იყოს:

საუზმე – "პერლოვკის" ფაფა, გახეხილი მწვანე ვაშლით ან დარბილებული ჩირით (ჩირს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წთ).

სადილი – ფაფა და ბოსტნეულის სალათა. შეგიძლიათ, ასევე, მიირთვათ უცხიმო ხორცი ან თევზის ნაჭერი (100 გრ.).

ვახშამი – უცხიმო ხაჭო (100 გრ.) და 1 ჭ. 1% კეფირი.



დიეტა № 3 (თავისუფალი)


ყველა ადამიანს არ შეუძლია შეზღუდული რაციონით კვება (ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო) და მკაცრი დიეტის დაცვა. ამიტომ, გთავაზობთ "პერლოვკის" დიეტის კიდევ ერთი ვარიანტს, რომლის დაცვის შემთხვევაში, ყველა იმ პროდუქტის გამოყენება შეიძლება, რომელიც არ შეიცავს შაქარს და ცხიმს, ან თუ შეიცავს, – მინიმალური ოდენობით. ასევე აკრძალურია ცომეული (მათ შორის პური), შებოლილი და საკონდიტრო ნაწარმი. დაშვებულია: ხილი და ბოსტნეული, სუნელები და მწვანილი, ნატურალური წვენი, მცენარეული ნაყენები და ფერმენტირებული რძის პროდუქტები. ასეთი დიეტის დაცვა ხანგრძლივად შეიძლება. მთავარია, რომ დღის რაციონში ქერის ბურღულის ფაფა იყოს.

საკვები დღეში 4 - 5 ჯერ უნდა მიიღოთ, ულუფები მცირე უნდა იყოს და 7 საათის შემდეგ, შეგიძლიათ მხოლოდ ხილი (ვაშლი ან ფორთოხალი) და უცხიმო კეფირი მიირთვათ.

აქვე გთავაზობთ ქერის ბურღულით კერძის მომზადების რამდენიმე რეცეპტს, რომელიც მხოლოდ სასარგებლო კი არა, გემრიელიც არის: imageტოლმაimageტრადიციული გულსართის ნაცვლად, გამოიყენეთ "პერლოვკის" ფაფა. შეგიძლიათ დაამატოთ სოკო, მწვანილი, ხახვი და ცოტა ხორცი;imageფარშირებული წიწაკა

imageბულგარულ წიწაკაში მოათავსეთ "პერლოვკის" ფაფა. გულსართს, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა უცხიმო ხორცი; imageსოკო "პერლოვკით"

imageქერის ბურღული – 1 ჭ.

სოკო – 300 გრ.

ხახვი – 1 თავიimageმოხარშეთ ფაფა, დაჭერით და მოშუშეთ სოკო და ხახვი ერთად, დაუმატეთ ფაფა სოკოს და შუშეთ 5 წთ.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ პომიდორი, ნებისმიერი სხვა ბოსტნეული და მწვანილი.imageროგორც ხედავთ, რეცეპტების შედგენა რთული არ არის და ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზე არის დამოკიდებული. imageდიეტის შედეგი:image5 ან 7 დღიანი დიეტის დაცვის შემთხვევაში – 5-6 კგ-ს დაკლება, ორგანისმის გაწმენდა და მისი ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრება შეიძლება. ხოლო, თავისუფალი დიეტის შედეგის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მენიუს ადამიანი დამოუკიდებლად ადგენს. ამ დიეტით წონაში აუცილებლად დაიკლებთ. მაგრამ, ისე სწრაფად არა, როგორც პირველი ან მეორე დიეტის შემთხვევაში.

და კიდევ, ნუ დაანებებთ დიეტას თავს უცბად! დიეტის ვადის გასვლის შემდეგ, პირველი 2 კვირა, დღეში ერთხელ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ქერის ფაფა.

imageimageთქვენთბის ასევე საინტერესო იქნება:
imageდაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! 5 რჩევა წონის დასაკლებად (და არანაირი დიეტა!)

7 დღიანი დიეტა, მუცლის და ბარძაყის არეებში სხეულის კორექციისთვის (რეცეპტი ძველი აღმოსავლეთიდან)

დიეტური ნამცხვარი, წონაში «გემრიელად» დასაკლებად

«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან


2
789
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
789
  
2018, 30 ივლისი, 10:07
ისე მეზიზღება, დღეში რომ სამი კილო დავიკლო,მაინც ვერ შევჭამ :(
0 1 2