x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81732
  • ვიდეო:333791
  • სურათი:438913
ინტერვიუ: "ფინანსები მხოლოდ"

image

26 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ აფაქიძე, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ აღზდილია ამჟამად აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში „საბაილის“ ღირსებას იცავს.

აფაქიძე ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილია შესაბამისად მისი პირველი ნაბიჯებიც ადგილობრივ გუნდს უკავშირდება და პროფესიულ დონეზე „ზუგდიდის“ რიგებში 5 სეზონი ითამაშა. შედეგად კი 106 მატჩი და 6 გოლი დაუგროვდა.

„ზუგდიდის“ შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ „ვიძევში“ სცადა ბედი, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი არ შედგა და ნიკა ისევ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. 2014 წელს აფაქიძემ სამეგრელოს წარმომადგენელთა რიგები დატოვა და ლატვიაში საფეხბურთო კლუბ „ტრაკაიში“ ჩაირიცხა, სადაც 15 ნომრიანი მაისური მოირგო და თითქმის მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მანამ სანამ აფაქიძე აზერბაიჯანში წავიდოდა რუსთავის „რუსთავში“ სცადა ბედი და ქვემო ქართლელებს ეროვნულ ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

როგორ შეეგუეთ ახალ კლუბს?

შეიძლება ითქვას, რომ თავიდან გამიჭირდა, რადგან ეს ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. ახლა ყველაფერი კარგადაა და კლუბთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვი.

რა გახდა „რუსთავიდან“ წასვლის მიზეზი?

ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი წასვლა ახალ მწვრთნელთანაა დაკავშირებული, თუმცა მინდა ავღნიშო, რომ არანაირი კავშირი არ მქონია გაზაევთან. წასვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც კლუბი შეკრებაზეც არ იყო წასული.გამოჩნდა აზერბაიჯანის ვარიანტირის შემდეგაც ვესაუბრე სპორტულდირექტორს ლევან სულაგაძეს და ვუთხარი რომ მქონდა სხვა გუნდში გადასვლის სურვილი.

რეალურად თქვენი ამჟამინდელი კლუბი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, თუმცა მაინც გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში წასვლა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ უფრო დიდი შანსი აქვთ, წარმატების მისაღწევად?

მინდოდა უფრო ძლიერ ჩემპიონატში მომესინჯა ძალები, როცა „ყარაბაღისა“ და „გაბალას“დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშობ უფრო იზრდები როგორც ფეხბურთელი. გუნდი მე-6 ადგილზეა და ვცდილობთ სეზონი მინიმუმ ამ პოზიციაზე დავასრულოთ.

როგორ შეგხვდნენ ადგილობრივი ქომაგები?

ქომაგობის მხრივ იგივე სიტუაციაა რაც საქართველოში. დიდი ინტერესით არ გამოირჩევიან. მოედნები თითქმის სულ ცარიელია. საყვარელი ქალაქის გუნდს თითქმის არავინ ქომაგობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, არის თუ არაგანსხვავებები? რა სიტუაციაა ამ კუთხით აზერბაიჯანში?

მართალია ეროვნული ლიგა ვითარდება, თუმცა აზერბაიჯანში ფინანსურად დაინფრასტრუქტურულად უფრო გამართული და ძლიერი კლუბები არიან. სათამაშო ასპექტსრაც შეეხება საქართველოსგათ შედარებით აქ უფრო მაღალ ტემპში გიწევს თამაში.

აფაქიძე და ეროვნული ნაკრები?

არა, ნაკრები აფაქიძის გარეშეცმშვენიერ ფეხბურთს თამაშობს! ამეტაპზე „საბაილის“ ფეხბურთელივარ , დანარჩენს დრო გვიჩვენებს

თქვენი გადმოსახედიდან რა ძალაარუსთავიმიმდინარე სეზონში? რა შეუძლია კლუბს?

ჩემი აზრით სამეულირუსთავისთვის იდეალურივარიანტი იქნება. ზაფხულშიგამოჩნდება რეალური მიზნები ვის რა უნდა ეროვნულ ლიგაში.

და ბოლოს თქვენი აზრით რა აკლიათ ქართულ კლუბებს, რომ თუნდაც აზერბაიჯანსგაუტოლდს ეროვნული ლიგა?

ფინანსები მხოლოდ! კერძო სექტორი უნდა დაინტერესდეს ფეხბურთით. მარტო ფედერაცია ვერაფერს გახდება, რადგან ბევრი კლუბია და 3-4 ლიგა. ამისთვის ინვესტიციის მოძიება და ქართულ ფეხბურთში გამოყენებაა საჭირო. ფაქტია, რომ ყველაფერი კარაგ მიდის ვითარდება ეროვნული ლიგა და კლუბებიც. ახლა დროა 2-3 ქართული კლუბიც ვიხილოთ ევრო სარბიელზე.

0
36
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0