x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერწოს ტბის ამოუცნობი ფენომენი - რატომ ქრება ტბა?
image
სამაჩაბლოს მიწაზე, ჯავის რაიონში, ზღვის დონიდან 1711 მ სიმაღლეზე, მდინარე ყვირილას აუზში, მდებარეობს იდუმალებით აღსავსე ტბა ერწო. მას შეიძლება ტბა-მოჩვენებაც უწოდო. საქმე იმაშია, რომ ეს ტბა 4-5 წელიწადში ერთხელ ქრება. image
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტბა ისე იცლება, თითქოს ვინმემ აბაზანიდან საცობი ამოაძრო, თუმცა ეს პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს და დაახლოებით 3-4 კვირა გრძელდება. ეს მოვლენა დაკავშირებული არაა წელიწადის დროებთან, ყოფილა შემთხვევა, რომ ყინულის ფენით დაფარული ტბა ზამთარშიც გამქრალა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ყინულის „სახურავი“ ჩავარდნილა დაცარიელებული ტბის ფსკერზე და დამსხვრეულა.image

ტბა შეიძლება ცარიელი იყოს რამდენიმე კვირა და თვეც კი, შემდეგ კი მოულოდნელად წყალი ბრუნდება. მეცნიერების დასკვნით ეს პროცესი ახალი დაწყებული არაა და შეიძლება რამდენიმე ათასწლეულიც კია ასე ხდება.

მეცნიერების ნაწილი ერწოს კარსტულ ტბებს მიაკუთვნებს. კარსტული ტბები მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრია, ისინი წარმოიქმნება კლდის ფენებზე წყლის ზემოქმედებით, რის შედეგადაც მიწისქვეშა ჭები, ღრმულები თუ გამოქვაბულები ჩნდება, სადაც შემდეგ წყალი ჩაედინება. ერწოს შემთხვევაშიც ცნობილია, რომ მის ქვეშ არის 4 კარსტული მღვიმე, რომელთა სიღრმეც 5-დან 19 მეტრამდეა. თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, წყალი ამ მიწისქვეშა მღვიმეებში იღვრება, მაგრამ როგორ ხდება წყლის უკან დაბრუნება მიწისქვეშეთიდან? და რატომ მეორდება ეს პროცესი რეგულარულად? ამ კითხვებს მეცნიერები პასუხს ვეღარ სცემენ.image

ერწოსთან დაკავშირებულია კიდევ ერთი უცნაურობა: იქ თევზები არ არიან. ეს თითქოს მარტივი ასახსნელია, თევზებს არ შეუძლიათ დაცლილი ტბის ფსკერზე გადარჩნენ, მაგრამ რატომ ერიდებიან ერწოს ტბას ფრინველები? ფრინველების არც ერთი სახეობა ამ ტბას ახლოს არ ეკარება. ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ტრიტონები ცხოვრობენ ერწოს ტბაში.


ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სანამ ტბაში წყალი გაქრებოდეს, ცოტა ხნით ადრე კლდეები ვიბრირებას იწყებენ, ზოგი კი იმასაც ამტკიცებს, რომ წყალი ამ დროს თითქოს დუღილს იწყებს. და კიდევ ერთი უცნაურობა: როცა წყალი ქრება, ფსკერზე არაფერი რჩება, არც მცენარეთა ფესვები, არც ტოტები, არც წყალში ჩაგდებული ბოთლები. საერთოდ არაფერი! მხოლოდ ცარიელი ფსკერი. უნდა აღინიშნის ისიც, რომ ტბის სიახლოვეს ხშირად იკარგებიან ადამიანებიც.image

1
1114
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
1114
  
2018, 10 აპრილი, 19:31
ვაიმეეეეე, რა საინტერესო და უცნაური ადგილი გვქონიააააა...
0 1 1