x
9 აპრილის ტრაგედია- ლექსი,ფოტოები
image
ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. imageimage

ხეზე გაკრული ლექსი
(9 აპრილი)

"აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო"
ქართველ კაცს, რად ათქმევინე, ეს როგორ დაგემართაო?
სთქვი, რომ არც შენ არ იცოდი, სთქვი, რომ შენც ვერა გაიგე,
აბა ამდენი სიცოცხლე, ფეხქვეშ როგორღა დაიგე?!
ო, ცოდვიანო აპრილო, რამ ჩამოგბანოს წყლულიო,
ქართველს მარილი გაუტკბა, გაუხმა ლუკმა პურიო.
ვინ გადარეცხოს ეს სისხლი, ვინ მოგვიშუშოს იარა,
მტერს ვაჟკაცებად დავუხვდით, თორემ ლაჩრებად კი არა.
იმ პირალესილ ნიჩბებსაც, მკერდი ვაჩვენეთ ქართული,
შიში სად იყო, ცეკვით და სიმღერით ვიყავთ გართული.
ასე ცეკვაში აღმოგვხვდა, თავისუფლების ძახილი,
ვაი მათ, ვინც რომ გულებში, ჩაგვცა სიკვდილის მახვილი.
სამშობლოსათვის დაეცა, "შიმშილის კიბეს" ქართველი,
თამარი, ნინო, ნათია, რომელი გითხრათ სახელი.
ან რომელ ერთზე მოგითხროთ, ვის ავუცრემლოთ თვალები,
ღმერთო, რა ხდება, ეს მტერთან იბრძვიან ჩვენი ქალები.
ანგელოზები სტირიან, არდაბადებულ ქართველსო,
ფეხმძიმე ქალი მოგვიკლეს, ვაი, ამ დარდის მნახველსო.
ამდენი კუბო სად მიაქვთ, სად ქრება ჟამი ნეტარი,
ან წინაპრებმა თუ იგრძვნეს შვილთა გმირობა ნეტავი...
იო, საქართველოვ დაჩეხილო, დღეს მზე რა უმწეოდ ანათებს,
სად გყავდა შვილები სასიკვდილო, ასე რომ დაუთმე ჯალათებს.
დავითისეული სული იბობოქრებს, თამარისეული იმედი,
ისევ წამოდგები ჩვენი საქართველოვ, ურჯულოს არ მისცე მცირედი.
ფუძე გავამაგროთ, ერი გავამრავლოთ აი დღეს რა არის მთავარი,
ისევ გავუჩუნოთ, გმირებად დავურჩინოთ, ქვეყანას ნათია და თამარი.
და თუ დაგჭირდება, ჩვენო საქართველოვ, სანთლებს კვლავ აგინთებთ იცოდე,
ხორცით მოწამლულნი, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე.

/ნანა მეფარიშვილი 1989წ./imageimage





0
1719
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
1719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0