x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გავიხსენოთ ლეილა აბაშიძე (ფოტოები)
imageimageimageimageimageimageimageimage
გუშინ ღამით 88 წლის ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ინსულტით გარდაიცვალა.ლეილა აბაშიძე 30მდე კინოში თამაშობდა, ეკრანზე პირველად კი გამოჩნდა 1941 წლის ფილმში-ქაჯანა, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს.

აბაშიძე ამ წლებს შემდეგნაირად იხსენებდავღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

–გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო,

–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,


–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-თქო! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პაპინაშვილი შემეკითხა:

–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,

–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,

–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,

უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.

დიდი ვარაუდით მას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.





0
145
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0