x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როდის და რატომ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო? ცნობები ისტორიიდან

1810 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის მთავრად დაინიშნა გიორგი( საფარ-ბეგ) შერვაშიძე. თუმცა მასზე უფრო მეტი პოპულარული იყო მისი მაჰმადიანი ძმა ჰასან-ბეგი. 1821 წელს გარდაიცვალა გიორგი შერვაშიძე, რის გამოც რუსებმა სამთავროს მართვა-გამგეობა მთავრის ქვრივს დედოფალ თამარს ჩააბარეს. ჰასან-ბეგს სურდა ხელში ჩაეგდო აფხაზეთის მთავრის ტახტი, მაგრამ როდესაც სოხუმისკენ დაიძრა, იგი რუსებმა შეიპყრეს. 1821 წელს დიმიტრი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ მალევე ის მოწამლეს, რის გამოც 1823 წელს აფხაზეთის მთავრად დიმიტრის უმცროსი ძმა მიხეილი დაამტკიცეს, რუსეთის მცდელობით, თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა სამურზაყანოზე, სადაც 1840 წელს რუსული მმართველობა იქნა შემოღებული.image

1854 წელს მიხეილ შერვაშიძეს დაევალა მონაწილეობა მიეღო აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების ევაკუაციაში, ამ დავალების წარმატებით შესრულებისათვის მას გენერალ-ადიუტანტის წოდება ებოძა და თეთრი არწივის ორდენი გადაეცა. მიხეილ შერვაშიძე ვერ ეგუებოდა იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება გულგრილად უყურებდა აფხაზეთში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. ის ცდილობდა წინ აღდგომოდა თურქთა მოქმედებას და მუსტაფა-ფაშას განუცხადა, რომ მისი სურვილი იყო რუსეთისა და ოსმალეთის ომში ნეიტრალური დარჩენილიყო. კავკასიის მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მურავიოვმა მიხეილ შერვაშიძეს "ნეიტრალიტეტი" სახელმწიფო ღალატად ჩათვალა, რაც ხელსაყრელი მიზეზი იყო აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისათვის.image

აფხაზეთის მთავარმა 1863 წელს თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მისი შვილი, მთავრის ტახტის მემკვიდრე გიორგი თბილისიდან სოხუმში დაებრუნებინათ, რათა მისთვის გადაებარებინა სამთავროს მართვა-გამგრობა, ამით მიხეილ შერვაშიძე მთავრის ხელისუფლების არსებობის გახანგრძლივებას ვარაუდობდა. თხოვნის მიუხედავად გიორგი შერვაშიძე რუსებმა სოხუმში არ დააბრუნეს. 1864 წელს მიხეილ შერვასიძემ რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვა, რომ მისთვის უფლება მიეცათ სიკვდილამდე ემართა აფხაზეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღაურად ერთ მილიონ მანეთს, აფხაზეთში მამულების შენარჩუნებას და სამშობლოში ცხორების უფლებას მოითხოვდა, რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს თხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა. image
1864 წელს კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით, მიხეილ შერვასიძე მთავრის ტახტიდან გადააყენეს. აფხაზეთში შემოღებულ იქნა ე.წ "სამხედრო-სახალხო მმართველობა". მიხეილ შერვაშიძემ რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა ნება მიეცათ მისთვის დარჩენილი სივოცხლე სამშობლოში გაეტარებინა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ ის ითხოვდა იერუსალიმში გასამგზავრებლად ნებართვას. რუსეთის ხელისუგლებამ მიხეილ შერვაშიძეს არცერთი თხოვნა არ დაუკმაყოფილა. მაშინ მიხეილმა ოსმალეთს მიმართა გამოეყო მისთვის ხომალდი იერუსალიმში გასამგზავრებლად, რაც საბაბად გამოიყენა რუსეთის ხელისუფლებამ და 1864 წელს მიხეილ შერვაშიძე ნოვოროსიისკში გადაასახლა, საიდანაც ჯერ სტავროპოლში, შემდეგ კი ვორონეჟში იქნა გადასახლებული. 1866 წელს მიხეილი ბორონეჟში გარდაიცვალა.

მოგვიანებით აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგში გააერთიანეს და ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარეს.

0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0