x
მეტი
  • 14.08.2018
  • სტატია:79416
  • ვიდეო:332183
  • სურათი:436597
კლუბი BASSIANI 6 აპრილის ღამეს შემოსულ თანხას მეშახტეების ოჯახებს გადაურიცხავს

დფდ
კლუბი BASSIANI, 6 აპრილის ღამეს შემოსულ თანხას დაღუპულ და დაშავებულ მეშახტეთა ოჯახებს სრულად გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ფეისბუკზე ავრცელებს.

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანებისთვის შრომითი პირობების შექმნა მნისჰვნელონავ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის! "- ნათქვამია BASSIANI- ს განცხადებაში.

2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტაში ნგრევის შედეგად 6 მაღაროელი დაიღუპა – 3 კი დაშავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე სოციალური პირობებია. ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო 2011 წლიდან დღემდე ათასობით მშრომელი დაშავდა და გარდაიცვალა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანისთვის პირობების შექმნა მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.

BASSIANI / HOROOM სოლიდარობას უცხადებს ყველა მაღაროელს და 6 აპრილს, HOROOM: ■ HAMATSUKI ■ WILL GATES ■ MERCURRIO ღამეზე შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს.

ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის!

1
45
4-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
45
  
9 აპრილი, 14:19
"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანებისთვის შრომითი პირობების შექმნა მნისჰვნელონავ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის!
რომელმა სხელმწიფომ?????????
0 1 1