x
image
_K_
ბავშვის აღზრდის 4 საფეხური - ტიბეტური სიბრძნე
image

შიძლება უკვე იცით, რომ ხალხი ტიბეტიდან ძალიან მომთმენი და ბრძენია. ამასთანავე, მათ ადამიანის ცხოვრების საკითხებზე საკუთარი შეხედულებები აქვთ. ასე რომ, ბავშვის აღზრდასთან დაკვშირებითაც არსებობს სპეციალური "ტიბეტური ხედვა", რაც მათ ეხმარება, აღზარდონ დამოუკიდებელი ბავშვები, რომლებიც მშობლებს პატივს სცემენ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.


სტატიაში გაეცნობით ბავშვის აღზრდის 4 დროებით საფეხურს ტიბეტური სიბრძნის მიხედვით.



პირველი საფეხური: 5 წლამდე


image

ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, მშობელი 5 წლამდე ბავშვს ისე უნდა ესაუბროს, როგორც "მეფეს ან დედოფალს". მათ არ უნდა აუკრძალონ შვილს რამე და არც უნდა დასაჯონ.


ამ ასაკში ბავშვები ცნობისმოყვარეები და აქტიურები არიან, ისინი მზად არიან სამყაროს გამოსაკვლევად და შესაცნობად. თუმცა, არ აქვთ არანაირი გამოცდილება და ლოგიკურ დასკვნებსაც ვერ აკეთებენ. ასე რომ, თუ ისინი რამე სახიფათოს ან არასწორს გააკეთებენ, ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს შეშინდით და სცადოთ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. ამ პერიოდში ემოციები ის ენაა, რომელიც ბავშვს ყველაზე კარგად ესმის.


თუ ბავშვს ზედმეტ დაცვას აჩვენებთ ან რაღაცებს აუკრძალავთ, მაშინ გაჩნდება რისკი, რომ მას გონების სიმახვილე დაუჩლუნგოთ და მიაჩვიოთ ქმედებებს ფიქრის გარეშე.








მეორე საფეხური: 5 წლიდან 10 წლამდე

image

5-დან 10 წლამდე მშობელი ბავშვს ისე უნდა ესაუბროს, თითქოს ის "მონაა". მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ქცევა სისასტიკეში არ გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვს ინტელექტი და ლოგიკური ფიქრი უყალიბდება, რაც მისი მომავალი განვითარების საფუძველს წარმოადგენს.


ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, შვილს სხვადასხვა მიზნები დაუსახოთ, აკონტროლოთ, როგორ ახერხებს მათ მიღწევას და შედეგებთან გამკლავება ასწავლოთ. ასე რომ, ბავშვმა ამ დროს უნდა ისწავლოს თავისი საქციელის შედეგებთან გამკლავება და პასუხისმგებლობის აღება. ნუ შეგეშინდებათ ამ პერიოდში შვილისთვის ბევრი დავალების მიცემა, ის მზადაა ამისთვის და ბევრ რამესთან გამკლავებაც შეუძლია.


თუ ტაქტიკას "მეფობიდან" "მონობისკენ" არ შეცვლით, მაშინ ადამიანი გაიზრდება ბავშვური და საკუთარ ქმედებებზეც კი ვერ აგებს პასუხს.








მესამე საფეხური: 10 წლიდან 15 წლამდე

image

მნიშვნელოვანია, 10-დან 15 წლამდე ბავშვს ესაუბროთ ისე, როგორც "თანასწორს". მართალია, თქვენ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ, მაგრამ შვილს უნდა მისცეთ საშუალება, გითხრათ, რას ფიქრობს და გაგიზიაროთ საკუთარი აზრები.


დაეხმარეთ მას ამაში: ჰკითხეთ რჩევა და წაახალისეთ დამოუკიდებლობისკენ. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია რჩევის კითხვა და არა - აკრძალვები და ბრძანებები, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება დამოუკიდებლად ფიქრის უნარი.


თუ შვილს ბევრ რამეს აუკრძალავთ, ამით მასთან ურთიერთობა დაგეძაბებათ და ბავშვმაც, შესაძლოა, საკუთარი თავი სახიფათო სიტუაციებში ჩააყენოს. ხოლო თუ ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენთ და ზედმეტად დაიცავთ, ის გაიზრდება, როგორც დაუცველი და სხვაზე დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია.








მეოთხე საფეხური: 15 წლიდან

image

ამ დროისთვის ბავშვის პიროვნება უკვე სრულებით ჩამოყალიბებულია. ახლა მნიშვნელოვანია, მან თქვენგან პატივისცემა იგრძნოს. შეგიძლიათ, მისცეთ რჩევები, მაგრამ არა - მასწავლებლის ტონით. ამისთვის უკვე გვიანია.


ამ პერიოდში უკვე დაინახავთ თქვენი ქმედებების შედეგს: გეყოლებათ დამოუკიდებელი და განვითარებული შვილი, რომელიც მშობლებს და სხვა ადამიანებს პატივს სცემს.






გაგვიზიარეთ, თქვენ რას ფიქრობთ ტიბეტურ სიბრძნეზე❤






––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ახალი კვლევა: რაც უფრო მეტს ეხუტებით შვილს, უფრო ვითარდება მისი ტვინი

image

2. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

image

3. 10 რამ, რაც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას image

1
408
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
408
  
2018, 10 აპრილი, 22:58
ასეთ თემებს რომ 40 ნახვა ექნებააააა, ვაი იმ საზოგადოებას რააა
0 1 1