x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78831
  • ვიდეო:331557
  • სურათი:435564
კანადაში ჰოკეისტთა ახალგაზრდული გუნდი დაიღუპა

image

14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კანადაში სასკაჩევანის პროვინციაში ავტოავარიას.


მისამბმელიანი სატვირთოს და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რომლითაც მგზავრობდა კანადის 16-21 წლამდელთა ახალგაზრდული გუნდი "Humboldt Broncos"-ი 14 ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა.

გუნდი მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა.

მთლიანად ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 28 ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენი 14 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მედიკოსების ინფორმაციით სამის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.


დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ და დასძინა, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია თუ რა ხდება მათი მშობლების თავს.

image

კანადელ ხალხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა:


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში - კანადაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს."

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

image

1
283
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
0 1 1