x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქართველი ბიჭების ემოციურმა ნამღერმა ყატარის მოსახლეობა აატირა

imageყატარმა საქართველოს უმასპინძლა, ქართველი მომღერლები სულში ჩამწვდომი სიმღერებით წარსდგნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის სცენაზე. კონცერტი აფხაზური სიმღერით გაიხსნა, გრანდიოზულ კონცერტზე აფხაზურ სიმღერასთან ერთად სხვა ქართული სიმღერებიც შეასრულეს, ქართველი ბიჭების ემოციურმა შესრულებამ კონცერტზე მისული მსმენელი აატირა.

ეს არის სულისშემკვრელი მუსიკალური სანახაობა-ასე შეაფასა ქართველი ბიჭების გამოსვლა ყატარის მოსახლეობამ.

შეგახსენებთ, რომ “არტ-ფოლკ საქართველო'' ყატარის დედაქალაქ დოჰაში 4 აპრილს გაემგზავრა და საქართველოში 15 აპრილს დაბრუნდებიან.

0
811
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარ დუმბაძე
თამარ დუმბაძე
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0