x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი
ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორნის გახსნა 2019 წლის დასაწყისში სამხრეთ ნორვეგიაში, ქალაქ ლინდესნესში იგეგმება. კონსტრუქცია 10 მეტრის სიგანის პანორამულ ფანჯარას მოიცავს და გათვლილია იმაზე, რომ ზღვის პროდუქტებზე ორიენტირებული მენიუთი საზღვაო გარემოს ნაწილი გახდეს.

image


რესტორნის, სახელად “ქვედა ‘’-ს დიზაინი ნორვეგიულ არქიტექტურულ ფირმას Snøhetta-ს ეკუთვნის, რომელიც ცნობილია ნამუშევრებით, როგორიცაა ნორვეგიის ეროვნული ოპერისა და ბალეტის შენობა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ეგვიპტეში.

რესტორანი წყლის ზედაპირიდან 5 მეტრის სიღრმეში განთავსდება და ექნება ისეთი სქელი კედლები, რომ ზღვის ცვალებად პირობებს გაუძლოს. Snøhetta-თვის ეს პირველი წყალქვეშა პროექტია.


image

“ წყალქვეშა ბუნებისა და მიწის დაკავშირება, ხმელეთიდან სპეციალური მილის საშუალებით ზღვაში უსაფრთხოდ მოხვედრა და გამოცდილება, რომლის მიღება ჩვეულებისამებრ შეუძლებელია - ეს რესტორნის უპირატესობებთაგან რამდენიმეა ‘’ აცხადებს პროექტის მთავარი არქიტექტორი რუნ გრასდალი.


რესტორანს 100 ადამიანის დატევა შეუძლია და 3 დონეს მოიცავს.შესასვლელის და გარდერობის ქვემოთ ბარს შეხვდებით, სადაც შამპანურის დაგემოვნებაა შესაძლებელი. უფრო სიღრმეში სასადილო ოთახია, ორი დიდი და რამდენიმე პატარა მაგიდით, რომლებიც 4 მეტრის სიმაღლის აკრილის გრძელი ფანჯრის წინ ცენტრშია მოთავსებული.


გრასდალის თქმით, რომელიც რესტორანს ოპტიკურ ხელსაწყოს ამსგავსებს, მნიშვნელოვანია ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და კლაუსტროფობიის არ შეეშინდეთ. სასურველი დიზაინის მისაღწევად გუნდს უამრავი ისეთი დეტალის გათვალისწინება მოუწია, როგორიცაა ბუნებრივი მასალა -მუხა - და კარგი განათება.image

რესტორნის შეფმზარეული, ნიკოლაი ელიტსგაარდი ისეთი მენიუს შედგენას გეგმავს, რომელიც სეზონურ ცვლილებებს გაითვალისწინებს. გაზაფხულსა და ზაფხულში ადგილობრივი ბოსტნეულობის , ხოლო ზამთარში სოკოების და თხილის შემოთავაზებას.მოლუსკები კი მთელი წლის განმავლობაში კერძების უმეტესი ნაწილის ძირითადი ინგრედიენტი იქნება.


არასამუშაო საათებში რესტორანი საზღვაო ბიოლოგიური კვლევთი ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს, რომელიც წყალქვეშა ცხოვრებას სეზონების მიხედვით შეისწავლის.



წყარო : CNN

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0